სერბული რევერანსი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რა საერთო ინტერესი აქვს სერბეთსა და საქართველოს და არის თუ არა ეს ინტერესი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოლიტიკისთვის? ამაზე პასუხი მაია გოიკოვიჩის ვიზიტია. სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში იმყოფება იმის დემონსტრირებისთვის, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვას ხაზი.
სხვა საკითხია, შედგებოდა თუ არა ეს ვიზიტი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვი რომ არ ჩასულიყო სერბეთში რამდენიმე კვირის წინ და, როგორც ოსური მედია იტყობინება, ოფიციალური შეხვედრები არ გაემართა. სერბეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და სერბეთის პატრიარქი ირინეი ბიბილოვთან ერთად სამხედრო აღლუმს დაესწრნენ და შემდგომ შეხვედრები გამართეს.
კადრები იმის შესახებ, თუ როგორი გულმხურვალე დალოცვა მიიღო ერთმორწმუნე პატრიარქისგან ბიბილოვმა, როგორ უსურვეს მას და მის ქვეყანას გაძლიერება და დასახული მიზნების რეალიზება, ფართოდ გაშუქდა. ამ ქმედებაზე ახსნა-განმარტებისთვის სერბეთის საპატრიარქოში გაგზავნილი წერილი საქართველოს საპატრიარქოდან ჯერაც უპასუხოდაა დარჩენილი. მაია გოიკოვიჩი კი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მაქსიმალურად პოზიტიური განწყობის ჩვენებას ცდილობს.
ის მადლობას უხდის საქართველოს კოსოვოს არაღიარებისთვის: "სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პოზიცია, რომელიც გამოხატულია საქართველოდან სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა საქართველოს კოსოვოს არაღიარებისთვის.
მადლობა საქართველოს, რომ ის მხარს არ უჭერს კოსოვოს გაწევრიანებას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა UNESCO. ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკებები შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობას, ჩვენს პროგრესს. ჩვენი საერთო მიზანი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა. ევროკავშირი განაგრძობს გაფართოების პოლიტიკას იმ გამოწვევების მიუხედავად, რაც მის წინაშე დგას",– ამბობს მაია გოიკოვიჩი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მნიშვნელობას საქართველოსთვის და სერბეთისთვის.
როგორ და რატომ აღმოჩნდა დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი ბიბილოვი ოფიციალურ პირებს შორის ღონისძიებაზე, ამ საკითხს საქართველოს ელჩი საბერძნეთში, იოსებ ნანობაშვილი იმით ხსნის, რომ ბიბილოვი რუსული პასპორტით გადაადგილდება. "შეხვედრებზე ბიბილოვის ვიზიტის თემას ორივე მხარე შეეხო. ქალბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ასეთი უსიამოვნო ინციდენტები ეწინააღმდეგება სერბეთის ეროვნულ ინტერესებს. საუბარიც არ არის რაიმე სახის ოფიციალურ შეხვედრაზე. ისინი ყოველი ასეთი ინციდენტის აღმოჩენისას, დაგმობენ ამგვარ ფაქტებს. ის, რომ ბიბილოვის შეხვედრა სერბეთის პატრიარქთან იყო სრულიად არაოფიციალური, როგორც პირად საუბარში, ასევე ოფიციალურადაც დამიდასტურა სერბეთის პატრიარქმა", – განაცხადა ელჩმა.
სავარაუდოდ, სირცხვილის ჩამოცილების ერთგვარი აქტის შეფასება ამერიკის ხმამ ჯიპას პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს სთხოვა. "როგორც იტყვიან, სამუშაო ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, დიპლომატიურ ჭრილში სერბეთთან. ამით უფრო აიხსნება შექმნილი ვითარება. სერბეთს ხშირად უნდა განვუმარტოთ, როგორც ჩანს, რომ ჩვენ კოსოვო არ ვცანით და თუ მსგავსი ქმედებები გაგრძელდება, კოსოვოს ცნობას წინ არაფერი უდგას. ამის ახსნა იქნება საუკეთესო ბერკეტი.
სერბებსა და ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, მათ შორის სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. თუ ბიბილოვის ჩასვლა იქ აიხსნება იმით, რომ სერბეთი გასაგებია, აშშ-ზე განაწყენებულია და რუსეთთან კავშირი აქვს აქედან გამომდინარე, ჩვენც გვიჭირავს ხელში ბერკეტი, რომელიც ყველა ამ კავშირს გადაფარავს, ესაა კოსოვოს აღიარება. ჩვენმა დიპლომატიამ უნდა იმუშაოს, რომ მსგავსი არასასურველი ვიზიტების პრევენცია მოხდეს.
ზოგადად, დიპლომატიურ ასპარეზზე ბევრი საკითხია დღის წესრიგში. მაგალითად, ყველაზე სერიოზული ჩავარდნა ჩვენ გვაქვს გერმანიასთან. ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, გერმანიისგან დიდი დახმარება მიგვიღია და კვლავაც ვიღებთ, მაგრამ ამ ქვეყანასთან ურთიერთობის რესურსები გამოყენებული არ არის. უფრო მეტი შედეგის მიღება შეგვეძლო გერმანიისგან ამ ხნის განმავლობაში".
მომავალ კვირაში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება. მოლაპარაკების ძირითადი საკითხი 2011 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეეხება, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ტვირთბუნვის კონტროლს ეხება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები