აფგან მუხტარლის საქმეზე არასამთავრობოები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
13 არასამათავრობო ორგანიზაცია აფგან მუხტარლის გამოძიებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფგან მუხთარლისა და მის ცოლს, ლეილა მუსტაფაიევას დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის 2018 წლის 12 იანვარს ელაქნის (აზერბაიჯანი) რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო კვეთასა და 10 ათასი ევროს არადეკლარირებულად გადატანას ედავებიან. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა. არასამათავრობოების თქმით, სასამართლომ მუხტარლის მიმართთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია.
თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. ამასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, არც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას დამამძიბელ გარემოებებში. არასამათავრობოები ითხოვენ, რომ გამოძიება დაიწყოს 154-ე მუხლითაც (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა).
"შემთხვევიდან უკვე რვა თვეა გასული საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე გამოძიების დეტალები და შედეგი. სერიოზული კითხვები ჩნდება გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, არაეფექტური გამოძიება უქმნის საქართველოს დემოკრატიის იმიჯს:
"როგორც ეს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი გმობს აფგან მუხტარლის თბილისიდან გატაცებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და ეფექტურად გამოიძიოს მუხთარლის ძალადობრივი გაუჩინარება".
საქართველოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღემდე არ დაკმაყოფილებულა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა და მისი წევრი ორგანიზაციის, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნა აფგან მუხტარლისათვისა და ლეილა მუსტაფაევასათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე:
"არ მომხდარა ეფექტური გამოძიება ლეილა მუსტაფაევასა და აფგან მუხთარლის მეგობრის, დაშგინ აღალარლის სავარაუდო თვალთვალის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ ლეილა მუსტაფაევამ გამოძიებას სავარაუდო მოთვალთვალეთა ფოტოებიც წარუდგინა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება არ მომხდარა".
არასამთავრობოები განცხადებაში ითხოვენ, რომ საქართველო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერია, ვალდებულია უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, მათ შორის, აზერბაიჯანის მოქალაქეთა, უსაფრთხოება საქართველოში და არ დაუშვას მათი იძულებითი გადაცემა წარმოშობის ქვეყანაში, სადაც ისინი შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების, წამებისა ან არაადამიანურ მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ.
განცხადებას ხელს აწერს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია:
- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC);
- საფარი;
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- მედიის ინსტიტუტი;
- საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF).
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები