როგორ გავარკვიოთ, არის თუ არა სიცოცხლე შორეულ პლანეტებზე?
ფოტო: NASA / JPL-Caltech
არსებობს თუ არა სიცოცხლე კოსმოსში ან სხვა პლანეტებზე? - ეს კითხვა უკვე დიდი ხანია, გვაწუხებს. აქამდე მეცნიერება უცხო პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის ორ ძირითად პირობაზე იყო შეთანხმებული.
1. წყლის არსებობა პლანეტის ზედაპირსა ან სიღრმეებში.
2. ჟანგბადის შესამჩნევი ნიშნები ატმოსფეროში.
ასტრონომთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ჟანგბადის არსებობის მთავარი წყარო სიცოცხლეა. ამის ყველაზე კარგი მაგალითი კი ჩვენი პლანეტაა. დედამიწის ატმოსფერო გამდიდრებულია ჟანგბადით, რადგან აქ მყოფი ცოცხალი ორგანიზმები ჭარბი რაოდენობით გამოიმუშავებენ მას. სიცოცხლის გარეშე კი დედამიწაზე ჟანგბადიც არ იარსებებდა. მეცნიერთა ნაწილი საწყის ეტაპზე სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოჩენის ერთ-ერთ საინტერესო გზას განიხილავდა. კერძოდ, დაკვირვება უნდა მომხდარიყო პლანეტიდან არეკვლილ სინათლეზე, რითაც გამოჩნდებოდა, იყო თუ არა პლანეტის ზედაპირზე ფლორა, თუმცა საბოლოოდ მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ატმოსფეროს შესწავლა ყველაზე ოპტიმალური გზა იყო.
ბოლო კვლევაში, რომელიც Science Advance-მა გამოაქვეყნა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გამოთქვა ეჭვი, რომ ატმოსფეროებში მხოლოდ ჟანგბადის ძიება საკმარისი არაა:
- ჟანგბადის არსებობა მაინცდამაინც სიცოცხლის არსებობაზე არ მიუთითებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოსმოსში სიცოცხლე არსებობს, ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, არის თუ არა ამ სიცოცხლის პროდუქტი ჟანგბადი.
- ჟანგბადის რაოდენობა ატმოსფეროებში ხშირად მოსალოდნელად დაბალია. თუ დედამიწის მაგალითს გავითვალისწინებთ, ჟანგბადის რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის ჩასახვამდე ძალიან მცირე იყო.
სპეციფიკური აირები: ნახშირორჟანგი და მეთანი
მილიარდი წლის წინათ დედამიწის ატმოსფერო სხვადასხვა აირებს შეიცავდა, მათ შორის იყო ნახშირორჟანგი და მეთანი. ეს ორი აირი ერთმანეთთან შეუთავსებელია, რადგან ნახშირორჟანგი თანდათან აქრობს მეთანს, თუ, რა თქმა უნდა, ცოცხალი ორგანიზმები არ უზრუნველყოფენ იმას, რომ ატმოსფერო მეთანით მუდმივად გაამდიდრონ.
"თუ ატმოსფეროში მეთანია, ამის ახსნა რთულია ცოცხალი ორგანიზმების გარეშე", - ამბობენ მეცნიერები.
ამიტომაცაა, რომ ჟანგბადის გარდა, მკვლევარებმა სხვა აირების ძებნაც დაიწყეს. დედამიწის არსებობის პირველ ნახევარში, პლანეტის ატმოსფერო ოთხ ერთმანეთთან შეუთავსებელ აირს შეიცავდა: ნახშირორჟანგს, აზოტს, მეთანსა და წყალს. მათგან ყველაზე ადვილად დასადგენი მეთანი და ნახშირორჟანგია, თუმცა ოთხივე კომპონენტის პოვნა, რა თქმა უნდა, სასურველია.
ახლო მომავალი
იმედია, ახლო მომავალში ასტრონომები შეძლებენ ისეთი პლანეტის აღმოჩენას, სადაც ეს ოთხივე აირი იარსებებს, თუმცა ეს საკმარისი პირობა როდია. აუცილებელია, რომ პლანეტა დედამიწის მსგავსად პატარა და კლდოვანი იყოს, რათა საცხოვრებლად გამოგვადგეს. პლანეტისგან უახლოესი ვარსკვლავი კი იმდენად უნდა იყოს დაშორებული, რომ წყალი თხევად მდგომარეობას ინარჩუნებდეს.
NASA-ს ჯეიმს უების ტელესკოპს მომავალ წელს გაუშვებენ და მისი უმთავრესი მისია სხვა პლანეტების ატმოსფეროში მეთანისა და ნახშირორჟანგის მოძებნა იქნება. თუ ეს პუნქტები დაკმაყოფილებული იქნება, მოგვიანებით კიდევ უფრო მძლავრი ტელესკოპებს გაუშვებენ სხვა აირებისა და წყლის აღმოსაჩენად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები