37 წლის შემდეგ, ნატალი ვუდის მისტიკური გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი
ლოს-ანჯელესის პოლიციამ განაახლა ჰოლივუდის მსახიობის ნატალი ვუდის ბურუსით მოცული სიკვდილის საქმის გამოძიება.
ნატალი ვუდი 1981 წელს, იახტით სეირნობდა როდესაც წყალში გადავარდა და დაიხრჩო. 37 წლის წინ ამ ამბავს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიენიჭა. თუმცა გამოძიების ახალი გარემოებები ჟურნალისტებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააცნეს. CBS-ის ეთერში იგეგმება დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც.
იახტაზე ნატალი ვუდთან ერთად მისი ქმარი რობერტ ვაგნერი, მათი მეგობარი კრისტოფერ უოლკენი და იახტის კაპიტანი დენის დევერნი იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილი გახდა, ვუდის საქმეზე მომუშავე დეტექტივები აპირებენ თავიდან დაკითხონ მსახიობის ქმარი, რობერტ ვაგნერი. ამბობენ იმასაც, რომ ვუდის სიკვდილი შესაძლოა მის ინტერესებში შედიოდა.
2009 წელს, იახტის კაპიტანმა დენის დევერნმა მოვლენების საკუთარი ვერსიის შესახებ დაწერა წიგნი, სადაც ის აღიარებდა, რომ 1981 წლის გამოძიების დროს, ადვოკატების ზეწოლით, რობერტ ვაგნერის ვერსიას დაეთანხმა და ნატალი ვუდის დაღუპვის ღამის ზოგიერთი გარემოება დამალა.
დევერნის თქმით, მსახიობის გაქრობამდე ვუდმა და ვაგნერმა იჩხუბეს, ხოლო დაკარგვის შემდეგ ქმარი ცოლის მოძებნას არ ითხოვდა.
სწორედ დევერნი იყო ის ადამინია, რომელმაც 2011 წელს ლოს-ანჯელესის პოლიციას პეტიცია გაუგზავნა, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანითან ერთად აწერდა ხელს და ვუდის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის გვამის გაკვეთის დროს მასზე სისხლჩაქცევებიც იპოვეს და ჯერ კიდევ 37 წლის წინ გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელია, ვუდი ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო.
ნატალია ვუდი დღემდე ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად ითვლება. ის სამჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები