თინეიჯერების ყოველდღიურობა დევნილთა ჩასახლებებსა და გამყოფ ხაზზე
ფოტო: VOA
დევნილთა ჩასახლებები, ახალი სოფლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ თითქოსდა სოკოებივით ერთ ღამეში იზრდებოდა ცარიელ მიწაზე, ახლა დროებით თავშესაფრებს აღარ ჰგავს. ისინი უკვე სახლებია აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. თუმცა ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ადამიანთა საჭიროებებზე მორგების თვალსაზირით კვლავაც ბევრი სირთულე რჩება.
ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში, მაგალითად, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანიდანაც ჩანს, დღემდე სასმელი წყლის პრობლემა აქვთ. აქ წერტილოვანი ჭაბურღილები გაკეთდა, მაგრამ სასმელი წყლის პრობლემა ვერ გადაიჭრა. ჭაბურღილების არსებული სიღრმე სუფთა სასმელი წყლის მიღებას ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, ადგილობრივებისთვის ეს დროებითი პრობლემა აღარაა. ეს უკვე მუდმივ გასაჭირად იქცა.
მინიმალურად განვითარებულ ქვეყნებში ბუნებრივი და ნორმალურია, როდესაც ადამიანებს ჰიგიენური მოვლისთვის შესაბამისი პირობები აქვთ. ასეთი ფუფუნება კი დევნილთა ჩასახლებებისთვის სანატრელია. მათ არც წყალი აქვთ და არც აბაზანები, საკანალიზაციო სისტემის არსებობაზე რომ არაფერი ვთქვათ.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ კადრებში მარია სლამოვა ხურვალეთის დევნილთა ჩასახლების მცხოვრები ამბობს: "ზაფხულში შეგვაქვს წყალი ეზოს საპირფარეშოში. ზამთარშიც იქ ვბანაობთ ოჯახის წევრები. არანაირი სითბო, 5 წუთში უნდა შეხვიდე და გამოხვიდე, აი ეგრე ვაკეთებთ. მე ხუთი შვილი მყავს. ეროვნებით ოსი ვარ. რა გახდა ის აბანო, თუნდაც. თუ სხვაგან გაკეთდა, ჩვენ რატომ არ გვაქვს? მოდიან და ამბობენ, სად გავაკეთოთ კანალიზაცია, ნიადაგი არ გაიწოვსო. ეს ხომ სისულელეა?"
ფატი დარბაიძე, ხურვალეთის დევნილთა ჩასახლების წარმომადგენელი ამბობს, რომ "სასმელ წყალს სჭირდება დასუფთავება, ჭაბურღილის დამატება. [წყალი] დაბინძურებულია, დაქროლვა სჭირდება".
ასეთ პირობებში ახალგაზრდებმა სწავლა უნდა შეძლონ და თან ისე, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ მათ თანტოლებთან უცხოეთში თუ არა, საკუთარი ქვეყნის დიდ ქალაქებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან მიმართებით მაინც.
ნინო ჩიბჩიური ჟურნალისტია და შიდა ქართლში მუშაობს. ის სხვადასხვა პროექტის ფარგლებში დევნილთა ჩასახლებებს ხშირად სტუმრობს. ამერიკის ხმასთან საუბრისას, ნინო ამბობს, რომ ომგამოვლილი ბავშვები, ვინც დევნილთა ჩასახლებებში ცხოვრობს, უფრო ჩაკეტილები არიან ემოციური თვალსაზრისით იმ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ასევე მძიმე პირობებში, მაგრამ საკუთარ სახლში ცხოვრობს.
"მათ შორის ყველაზე მთავარი განსხვავება ისაა, რომ დევნილი ახალგაზრდები ჩაკეტილები არიან. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მე ხშირად მიწევს მათთან შეხვედრა და შემიძლია გითხრათ, რომ შედარებაც არ შეიძლება ისეთი განსხვავებაა. მერე რა, რომ კონფლიქტის ზონაში ცხოვრობენ, მათში უფრო მეტია მოტივაცია, ახლის მოლოდინი. დევნილთა დასახლებებში კი ასეთ ოპტიმიზმს ახალგაზრდებში ვერ დაინახავთ", - ამბობს ნინო ჩიბჩიური.
მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს დახმარება უფრო მეტად სჭირდებათ. "დიდი ძალისხმევაა საჭირო მათ დასაინტერესებლად. არ ვიცი ეს რის გამოა, ბავშვებზე ომგამოვლილი მშობლების გავლენაა, თუ რა. კარჩაკეტილობა დევნილ ახალგაზრდებში დიდი პრობლემაა, მათი ცხოვრება მხოლოდ სახლითა და სკოლით შემოიფარგლება. ვერ ხედავენ მომავლის პერსპექტივას. აკლიათ ისეთი ადამიანი, ვინც ინტენსიურად იმუშავებს მათთან და დაეხმარება, ვთქვათ რაიმე კონკურსის მოძიებაში ან რაიმე პროექტში ჩართვაში".
ახალგაზრდები დევნილთა ჩასახლებებსა და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საჭიროებების ჩამონათვალში მნიშვნელოვან ადგილს ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას აკუთვნებენ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოში სკოლის მოსწავლე, კახა ოქროშიაშვილი ამბობს: "არც სპორტული ინვენტარი გვაქვს, სტადიონზე არაა ხელოვნური საფარი, არც კლუბია, სადაც გართობა იქნებოდა შესაძლებელი, არც ინტერნეტი. აქ რომ ინტერნეტკაფე იყოს, ყველასთვის კარგი იქნებოდა".
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც დევნილი და ადმინისტრაციული ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ახალგაზრდები საუბრობენ, საერთო თავშეყრის ადგილის არარსებობაა.
ამერიკის ხმა გორის მერის მოადგილეს ეკა სუხიტაშვილს ესაუბრა, რომელიც სოციალური მიმართულებით საკითხებზეა პასუხისმგებელი. მისი თქმით, "სათემო ცენტრებს ის ფუნქცია, რაც ჰქონდათ, იმ ფუნქციით არ მუშაობს. ჩვენ ველოდებოდით ადგილობრივი წამომადგენლების არჩევას, რამაც შეაფერხა სათემო ცენტრებისთვის მიხედვა. აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს სათემო ცენტრებს თავისი ფუნქცია. ზოგიერთი ორგანიზაცია ვერ ახერხებს იქ შესვლას. ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად მოვაგვარებთ. გათბობა თუ არ არის, ეს ყველაფერი სანახავია და გასარკვევია. ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის პრეროგატივაა ამ საკითხების მოგვარება. საგანმანათლებლო საკითხების მოგვარება კი ჩემი კომპეტენციაა. სულ ორი თვეა რაც ჩვენ ვმუშაობთ. თანდათანობით ყველაფერს დავარეგულირებთ".
ე.წ. სათემო ცენტრები, რაც ომის შემდგომ ორგანიზაცია ვორდ ვიჟენის ფინანსური დახმარებით აშენდა დევნილთა ჩასახლებებში, უმეტესწილად, გამოუყენებელი და უფუნქციოა. ისინი 2012 წლის შემდგომ ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსზეა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სათემო ცენტრების კარის გასაღები ადმინისტრაციაში ინახება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი ის ნაკლებადაა ხელმისაწვდომი მთელი რიგი მიზეზების გამო, როგორიცაა ზამთრის პირობებში გათბობის არ არსებობა, ელექტროენერგიის დაზოგვის აუცილებლობა, უინტერნეტობა და სხვა. სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები კი ამ დროს სოციალიზაციის ნაკლებობას მწვავედ განიცდიან.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები