უმა თურმანი ამბობს, რომ Pulp Fiction-ის პრემიერის შემდეგ ვაინშტაინმა მასზე იძალადა
უმა თურმანმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ, ქალების სექსუალურად შევიწროების გახმაურებული ამბებით ის ძალიან გაბრაზებული იყო, თუმცა ამ თემაზე მაშინ იტყოდა მეტს, როცა ემოციები გადაუვლიდა.
საბოლოოდ, მსახიობმა ზუსტად მადლიერების დღეს კომენტარი გააკეთა:
"მადლიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მიყვარს და ასევე მათთვის, რომლებსაც გამბედაობა ჰყოფნით, სხვების გამო იბრძოლონ. ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ გაბრაზებული ვიყავი და ამისთვის რამდენიმე მიზეზი მაქვს. #metoo ["მეც". ონლაინ კამპანია სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ], თუ ამას ჩემი სახის გამომეტყველებით ვერ ხვდებით. მე ვფიქრობ, რომ საკუთარ თავებს დრო უნდა მივცეთ, რომ სამართლიანები და ზუსტები ვიყოთ".
სწორედ ამ ფრაზის მერე თქვა თურმანმა, რომ მადლიერების დღეს ყველას ულოცავს, ვაინშტაინის გარდა. მსახიობი ვაინშტაინთან ტარანტინოს მიერ გადაღებულ ფილმებში [Kill Bill და Pulp Fiction], მონაწილეობისას თანამშრომლობდა.
თურმანმა ინსტაგრამზე მოკალი ბილიდან ზუსტად ის კადრი გამოიყენა, სადაც ამბობს "მე მოვკლავ ბილს".
ახლახანს კი New York Times-მა მსახიობის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებული ისტორიას იხსენებს. თურმანი ყვება, რომ 1994 წელს, ლონდონში, Pulp Fiction-ის პრემიერის დროს ვაინშტაინი სასტუმროს ნომერში შეუვარდა და მასზე იძალადა.
"ძირს დამაგდო, ცდილობდა ჩემს გაჩუმებას და დამორჩილებას. საშინელებებს აკეთებდა, იქცეოდა ისე, როგორც ცხოველი, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი.", - ყვება მსახიობი.
თურმანი იხსენებს, რომ ჰარვიმ მეორე დღეს ნომერში ყვავილები გაუგზავნა.
"დამიჯერეთ, მას თვითგადარჩენის ძალიან კარგი ინსტიქტები აქვს. ის მონსტრია, რომელიც ერთ დღეს გკლავს, შემდეგ კი თავს გაცოდებს. ჯერ კიდევ ფილმზე მუშობის დაწყებამდე დამიბარა პარიზში, თვის სასტუმროს ოთახში და სცენარს განიხილავდა მაშინ, როდესაც შხაპს იღებდა", - იხსენებს უმა.
მსახიობი ყვება იმასაც, რომ ძალადობის შემდეგ ვაინშტაინი მას ემუქრებოდა.
"ყველაფერს დაკარგავ, კარიერას, რეპუტაციას, ოჯახს და მეგობრებსაც კი, დაიმახსოვრე, ამას მე გპირდები - ეს იყო სიტყვები რომელსაც ჰარვი მიმეორებდა", - ამბობს უმა თურმანი.
ჰარვი ვაინშტაინი 90-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში. მის საქმეს ლოს-ანჯელესის, ბევრლი ჰილზის, ნიუ-იორკისა და ლონდონის პოლიცია იძიებს.
გაიგეთ მეტი: ჰარვი ვაინშტაინის საქმე
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები