დედა, მე გეი ვარ!
პოსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა თანასწორობის მოძრაობის ვებგვედზე.
ჩემს სიტყვებს არც მეტაფორის ფერადებში ამოვავლებ, არც შედარებით ეპითეტის მოოქროვილ ჩარჩოებში ჩავსვამ, პირდაპირობით, ჩემებური სიფაქიზით გაგიმხელთ წრფელ საუბარს, რომელიც ჩემსა და დედაჩემს შორის შედგა!
ქამინგაუთი ყოველ ჯერზე გაბრაზებულმა გავაკეთე. პირველად 2013 წლის 17 მაისს გავბრაზდი ოჯახზე, მეგობრებზე, მეზობლებზე, სამყაროზე… ყელში ბურთი მეჩხირებოდა, როცა ირგვლივ ყველა ერთხმად იძახდა „უარესის ღირსები არიან, მოკალით, არ გაუშვათ“. მაშინ პირველად, მესამე პირში დავიწყე ლგბტ ადამიანების დაცვა, რომლებიც რუსთაველზე ჩემი უფლებების დასაცავად გამოდიოდნენ, რომლებსაც ურტყამდნენ, მოსაკლავად მისდევდნენ. მე კი სახლში ვიჯექი, თვალს ვერ ვაშორებდი ტელევიზორს, უფრო და უფრო ვბრაზდებოდი, მრცხვენოდა საკუთარი მშიშარა გამომეტყველების, ვიყურებოდი სარკეში და ვპატარავდებოდი, საშინელი შეგრძნება იყო. მაშინ პირველად მივეცი ჩემს თავს პირობა, რომ თუ სადმე უსამართლობას დავინახავდი, არ გავჩუმდებოდი.
არც ისეთი სასიამოვნოა უმრავლესობაში ყოფნა, არასდროს მომწონდა ჰეტეროს პოზის მორგება. ნელ-ნელა დავიწყე საუბარი ჯერ მეგობრებთან და შემდეგ ნათესავებთან. ძმებმა ყოველთვის იცოდნენ. უამრავი მესიჯი გაუხსნიათ ჩემს ტელეფონში, რომელიც პირდაპირ ასახავდა ჩემს ორიენტაციას. თუმცა, არასოდეს ხმამაღლა ამას არ ამბობდნენ, არც მე მეუბნებოდნენ, თავს იტყუებდნენ, ამიტომაც მიიღეს მარტივად და არცერთი კონფლიქტი მათთან ან ჩემს დასთან ამ თემასთან დაკავშირებით არ მქონია, პირიქით.
ბოლო ნაბიჯი იყო დედა, ყველაზე მტკივნეული და რთული. პირველი სიტყვები, რაც მითხრა მკლავდა. არ მჭირდება ცისფერი შვილიო მომაძახა ტელეფონში და ამით დაასრულა საუბარი. მეგონა, ძლიერი ადამიანი ვიყავი და გადავლახავდი, ბოლოს და ბოლოს არც მე მჭირდება ისეთი დედა, რომელსაც რცხვენია ჩემი არსებობის და ვძულვარ მხოლოდ იმიტომ, რომ გეი ვარ-მეთქი. თუმცა ვერ შევძელი მარტივად მიმეღო დედის უარყოფა. ვერ ვმუშაობდი, ვერ ვკონტაქტობდი ადამიანებთან, ვერ ვჭამდი, ვერ ვიძინებდი, სუიციდზეც ვფიქრობდი. რაღაც ძალა მაძლიერებდა, სულ ვუმეორებდი ჩემს თავს: ახლა გაქვს შანსი, რომ ყველაფერი გამოასწორო, დაალაგო და იყო ის, ვინც ხარ! არ დანებდე! - არც დავნებდი, წერილის გაგზავნა გადავწყვიტე, ავდექი და დავიწყე წერა. ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა, ერთი ამოსუნთქვით, ძალიან სწრაფად დავწერე, თაბახის ორ ფურცელზე დავატიე და გავუგზავნე.
გიზიარებთ წერილის შინაარსს:
დედა, ვიცი, რასაც ახლა წაიკითხავ, ძალიან რთული იქნება შენთვის. არა იმ მდგომარეობის გამო, რომ ასეთი ვარ, არამედ შეგრცხვება ხალხის, მეზობლებისა და ნათესავების, სხვა შემთხვევაში, არც კი შეგაწუხებდა ჩემი ეს მდგომარეობა.
მოდი, თავიდან დავიწყოთ და ნუ დავაბრალებთ გარემოს. მე ყოველთვის იმ გარემოში მიწევდა ურთიერთობა, რომელშიც ბოროტება, ღვარძლი, შური და დაპირისპირება იყო. ორი ომი გამოვიარე თქვენთან ერთად და გადავრჩით, გამოვიარეთ შიმშილი, გამოვიარეთ უშუქობა, გამოვიარეთ ყველაფერი და ერთმანეთის გვერდში დგომით გადავრჩით.
დღეს ისეთ ორგანიზაციაში ვმუშაობ, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. ადამიანის დახმარება პროფესიად მექცა და ვაკეთებ იმას, რაც შინაგანად მჭირდება. ვცდილობ, დავიცვა თითოეული ჩაგრული ადამიანის უფლებები. ვერ მონახავ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ჩემზე ისეთი რამ თქვას, რის გამოც უნდა შეგრცხვეს ჩემი არსებობის. ვერავინ იტყვის, რომ ვინმე მოვატყუე, გამოვიყენე, დავამცირე ან დავცინე, პირიქით, უკლებლივ ყველას ვეხმარებოდი, თუმცა ჩემ მიერ გადაგმული ერთი განსხვავებული ნაბიჯი, ისეთი, რომელიც არავისთვისაა საზიანო, საკმარისია, რომ ამ განსხვავებულობის შიშმა შეგიპყროთ და მზად იყოთ ჩემს გასათელად.
უცოდინრობის ბრალია,როცა “პეტუხად”, “პიდარასტად” ან მსგავსი ტექსტებით მოიხსენიებთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ ირგვლივ დადიან და ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ვიცი, რომ გტკივა ახლა, მაგრამ მთელი ბავშობა მეც მტკიოდა, როცა ცუდად იხსენიებდით და ლანძღავდით ტელევიზორში დანახულ გეის. თქვენ მე ყოველ დღე მკლავდით თქვენი გამოხედვითა და ხუმრობით, როცა “ქალუსიას” დამიძახებდით. მკლავდით მაშინაც, როცა ცოლის მოყვანას მთხოვდით. მკლავდით ყოველ წამს, როცა ტელევიზორში დანახულ გეის ჩაქოლვას ისურვებდით. შეიძლება თქვენთვის მარტივი იყოს, თუმცა ჩემთვის ეს ყველაზე ცუდი წლები იყო.
რატომ აქამდე არ გითხარით? მეშინოდა! მეშინოდა ჩემი ძმების გაბოროტებული სახეების და იმის, რომ მომკლავდნენ ან ჩამქოლავდნენ. მეშინოდა, რადგან ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დასაცავად ჩემი შეწირვა არ გამხდარიყო აუცილებელი. საჭირო და სათანადო დროს ველოდებოდი, რომ მე თვითონ ვყოფილიყავი ამისთვის მზად და ძლიერად.
ნუ დარდობთ, ადრეულ ასაკში თავად ვცადე საკუთარი თავის “განკურნება”. მეც ავადმყოფობა და ანომალია მეგონა. ეკლესიაშიც დავდიოდი და ყოველ ჯერზე ვინანიებდი ცოდვებს, სანამ ერთ-ერთმა მამაომ არ მითხრა, შენ მომაკვდინებელ ცოდვას სჩადიხარ და ვერ გადარჩებიო. მეორე „სულიერმა მამამ“ კი „დაკერვა“ დამიწყო. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ვერასოდეს ვიქნებოდი „ეკლესიის წიაღში“! წამლებიც მოვიძიე და თურმე არ არსებობს საშუალება, რომელიც ჰომოსექსუალობას კურნავს. შემდეგ ბევრი წავიკითხე, დოკუმენტურ ფილმებს გავეცანი და ჰოი, საოცრებავ, ასეთი რამ აღმოვაჩნიე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვეუბნება,რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა კი არა ისეთივე ნორმაა, როგორიც ჰეტეროსექსუალობა, ანუ თქვენი მდგომარეობა. მე ასეთი დავიბადე. ეს არ არის ჩემი არჩევანი. ან რანაირად შეიძლება ისეთი რამ ავირჩიო ცხოვრებაში, რომლის გამოც შეიძლება ყველას ვძულდე?
დედა, მე გეი ვარ! ზუსტად ისე მიყვარს, როგორც შენ გიყვარს მამაჩემი. ზუსტად ისევე მჭირდება საყვარელი ადამიანი, როგორც შენ და იგივე ლტოლვა და ვნება მიჩნდება, როგორც შენ გიჩნდება მამაჩემის მიმართ!
აი, გაიხსენე, როცა პირველად აგიხსნა მამამ სიყვარული, როგორი ბევრი და სუფთა იყო ჰაერი. გაიხსენე, როგორი ბედნიერი იყავი. გაიხსენე, როგორ გიხაროდა ყოველი წუთი და მერე დაფიქრდი, რატომ არ მაქვს უფლება ზუსტად ისე გავიზიარო ბედნიერება, როგორც ეს შენ შეგიძლია?!
მე გეი ვარ და აბსოლუტურად არ მრცხვენია ამის ხმამაღლა თქმის! პირიქით, ვამაყობ რომ შემიძლია ვიყვირო, შემიძლია ბედნიერებისთვის ვიბრძოლო! ვამაყობ, რომ ვარ ის, ვინც ვარ! პრობლემა, ჩემში ვერასოდეს იქნება, პრობლემა თქვენშია, ვინც სიყვარული და წლობით ნაშენები ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ სამ სიტყვას გადააყოლეთ „რას იტყვის ხალხი?!“…
წერილის მიღებიდან ერთ კვირაში შევხვდით ერთმანეთს, მეგობრებთან ერთად ჩავედი ფოთში და პირდაპირ სამსახურში მივაკითხე. მინდოდა ჩავხუტებოდი, თუმცა რეაქციის მეშინოდა. გულწრფელი ვიქნები, არ ველოდი, მინიმუმ ერთი წელი მისგან ტელეფონის ზარსაც კი. ძალიან ტრადიციული, მორწმუნე ქალია. ის კი მოვიდა, ჩავეხუტეთ ერთმანეთს, ვიტირეთ. მითხრა, მიყვარხარო, სად მყავს დასაკარგი შვილიო. ძალიან ემოციური შეხვედრა იყო…
მას შემდეგ ერთად ვართ. ერთად ვსწავლობთ, ერთად გვტკივა, ერთად ვამარცხებთ ჰომოფობიას – ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც. ეს ნაბიჯები კი საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს, სიყვარულის გამარჯვებამდე!
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები