სუზანა ვიეირა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მსახიობი კრიტიკულ მდგომარეობაშია
ფოტო: Rede Globo
ლეგენდარული ბრაზილიელი მსახიობი სუზანა ვიეირა რამდენიმე საათის წინ რიოში, ბარა დე ტიჟუკას ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით მსახიობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა როგორც იქაური მედია წერს, კომპანია გლობოს ვარსკვლავი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
გუშინ ვიეირამ საკუთარ ინსტაგრამზე ფოტო დადო, სადაც წერდა, რომ ბედნიერი იყო იმით, რომ კარნავალი ახლოვდება, თუმცა სავარაუდოდ ის წელს რიოს კარნავალში მონაწილეობას ვეღარ შეძლებს.
სუზანა ვიეირა არა მხოლოდ ბრაზილიური, არამედ მსოფლიო ტელენოველების დედოფლად არის შერაცხული. 75 წლის მსახიობი უკვე 50 წელზე მეტია ამ სფეროშია და დღემდე გლობოს ერთ-ერთ წამყვან მსახიობად ითვლება. მისი კოლეგები აღნიშნავენ, რომ სუზანა გადასაღებ მოედანზე ისეთ ცეცხლს ანთებს, რომ მისი უშრეტი ენერგიის ახალგაზრდებსაც კი შურთ. გარდა იმისა, რომ სუზანა ტელევიზიის ნამდვილი ვარსკვლავია, ის აქტიურია თეატრის სცენაზეც, სადაც სპეციალურად მისთვის იწერება სცენარები. ყველაფერი კი 1961 წელს დაიწყო, როდესაც რეჟისორმა რეჟის კარდოსუმ მას ცოლობა სთხოვა. სწორედ მისი დახმარებით მიიღო სუზანამ რამდენიმე მცირე როლი სან პაულოს მუნიციპალურ თეატრში. ამავე პერიოდს უკავშირდება სუზანას სახელის პირველად გაელვება ეკრანზე. კარიერის დასაწყისში მას სონია მარია ვიეირა გონსალვეში ერქვა, თუმცა როცა 1962 წელს პირველ სერიალში გამოჩნდა, მოითხოვა, რომ ეკრანზე სონიას მაგივრად სუზანა დაეწერათ. 1964 წლის სექტემბერში სუზანას და რეჟის მათი პირველი (და სუზანასთვის ერთადერთი) შვილი - როდრიგო ვიეირა კარდოსო შეეძინათ. ქმარმა სუზანას მოსთხოვა, რომ როლებზე მეტად ოჯახზე კონცენტრირებულიყო, თუმცა ვიეირას შვილის გაზრდასთან ერთად კარიერული წინსვლაც სურდა. ნიჭიერი მსახიობი 15 ტელესერიალისა და ათობით სპექტაკლის შემდეგ რეჟისორმა კასიანო გაბუს მენდესმა გლობოს იმპერიაში მიიწვია. 1972 წელს 18-საათიანი სამუშაო გრაფიკის გამო მეუღლის განაწყენებამ პიკს მიაღწია და სუზანას 11-წლიანი ქორწინება დასრულდა. 1976 წელი ვიეირას კარიერაში აღმავლობის პერიოდად ითვლება, კასიანო გაბუს მენდესმა გადაიღო ახალი სერიალი - "სასტიკი ანგელოზი". სუზანას პერსონაჟმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რამაც მსახიობს უამრავი მთავარი როლი მოუტანა შემდეგ სერიალებში. 1985 წელს სუზანას ფოტოები ფლეიბოის ფურცლებზე გამოჩნდა. ამ პერიოდში მსახიობი 43 წლის იყო. მისი ფოტოები ცხადყოფდა, რომ ქალური სექსუალურობა 40-წლის შემდეგ სულაც არ სრულდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები