ბურჭულაძის პროგრამა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა და სხვა რადიკალური გეგმები
ფოტო: დავით ჯანდიერი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურმა გუნდმა იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით ჯანდიერის ხელმძღვანელობით მოამზადა სასამართლო სისტემის რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამ მიმართულებით რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ისახავს მიზნად.
პაატა ბურჭულაძის პარტიის პირველი კანონპროექტის თანახმად, განხორციელდება:
- მოქმედი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა და ახლებური წესის შესაბამისად, გამჭვირვალედ ახალი წევრებით დაკომპლექტება, რა დროსაც უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ინსტიტუტების ჩართულობა;
- მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ეფექტიანი სისტემის შემოღება, რაც შესაძლებელს გახდის მოსამართლეებად 3 წლის ვადით ან/და უვადოდ შერჩეული იქნენ მაღალი ზნეობრივი თვისებებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. მოსამართლეობის კანდიდატებს შეეძლებათ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება;
- რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები თანამდებობაზე აირჩევიან და გათავისუფლდებიან იმავე სასამართლოების მოსამართლეების მიერ;
- დადგინდება მოსამართლეების დაწინაურების ახალი წესი, რომელიც გულისხმობს - ერთ თანამდებობაზე დასაწინაურებელი რამდენიმე მოსამართლის არსებობის შემთხვევაში იმ მოსამართლის დაწინაურებას, რომელსაც შიდა კონკურსში ყველაზე მაღალი შეფასება ექნება მიღებული;
- მოსამართლეს დაევალება საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში მხოლოდ საკუთარი სპეციალიზაციის გათვალისწინებით;
- სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის შემოღება, რაც უზრუნველყოფს სასამართლოებში საქმეთა თანაბარი და შემთხვევითი განაწილების პრინციპების დაცვას.
დავით ჯანდიერის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესისა და პროცედურების დახვეწის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილების გზით გეგმავს შემდეგ ქმედებებს:
- მოქმედი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის დაშლა და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული სადისციპლინო კოლეგიის ახლებური ფორმირების წესის შესაბამისად, ახალი წევრებით დაკომპლექტება. სადისციპლინო კოლეგიის 3 მოსამართლე წევრს თითოეული ინსტანციიდან ერთს აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო 2 არამოსამართლე წევრიდან ერთ წევრს დაასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორეს - საპარლამენტო უმცირესობა;
- საჯარო იქნება დისციპლინური საქმის განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსამართლე მოითხოვს სხდომების ნაწილობრივ ან სრულად დახურვას;
- მოსამართლის მიმართ დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას განახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსპექტორის სამსახური. ინსპექტორის სამსახური დაკომპლექტდება მთავარი ინსპექტორისგან და 7 ინსპექტორისგან. მთავარ ინსპექტორს აირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ინსპექტორები შეირჩევიან საჯარო კონკურსის საფუძველზე თავად მთავარი ინსპექტორის მიერ;
- გაიზრდება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეთა დაცვის გარანტიები, რაც გულისხმობს - მოსამართლის ინფორმირებას დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ, ასევე, მოსამართლის უფლებას - იყოლიოს დამცველი, განაცხადოს მისი დისციპლინური საქმის მწარმოებელი ინსპექტორის აცილება (მოსამართლის მიმართ დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას განახორციელებს 2 ინსპექტორი) და სხვა;
- მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი ზომის - სამოსამართლო უფლებამოსილების შეჩერება - შემოღება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები