Galaxy S9-ის მახასიათებლები, გამოსვლის თარიღი და სავარაუდო ფასი
ფოტო: Cnet
რამდენიმე დღის წინ Samsung-მა ახალი ფლაგმანები, Galaxy S9 და S9 პლუსი წარადგინა. კრიტიკოსები უკვე წერენ, რომ Galaxy S9 ყველაზე დახვეწილი და მძლავრი მოდელია, რომლის შესაძლებლობებიც ფაქტობრივად ამოუწურავია. განახლებული კამერა, უფრო სწრაფი პროცესორი, გამძლე ელემენტი და დახვეწილი დიზაინი - სწორედ ამ ყველაფრის სინთეზი ქმნის Galaxy S9-ს.
დიზაინი
ვიზუალური თვალსაზრისით, Galaxy S9 და S9 პლუსი ძალიან ჰგავს წინამორბედ S8-ს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო გასულ წელს. თუკი S9-ს ხელში დაიჭერთ, შესაძლოა ვერც კი მიხვდეთ რაიმე განსხვავებას. ისევე როგორც S8-ს, ახალ მოდელსაც შუშის კორპუსი აქვს. Home ღილაკი ამ მოდელსაც პირდაპირ ეკრანზე, სენსორულად აქვს დატანილი, რაც ეკრანის ზომასა და გაფართოებას მნიშვნელოვნად ზრდის. S9-ს ეკრანი 5.8 ინჩიანია, ხოლო S9 პლუსის ეკრანი კი 6.2 ინჩიანი. ორივე მოდელს Super AMOLED პანელი აქვს, პიქსელების რეზოლუცია კი 2960 x 1440 არის.
მართალია, ახალი მოდელი ძალიან ჰგავს S8-ს, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ იდენტურია. S9 შედარებით უფრო მძიმეა და მისი ზომაც განსხვავებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ S8-ს ქეისები ახალ მოდელზე არ გამოგადგებათ. ამის მიზეზი ისიც არის, რომ სამსუნგის გადაწყვეტილებით, თითის ანაბეჭდის სკანერმა ადგილი შეიცვალა. მოგეხსენებათ, Galaxy S8 ძალიან ბევრმა გააკრიტიკა იმის გამო, რომ სკანერი კამერის გვერდით, არაპრაქტიკულ ადგილას იყო მოთავსებული. კომპანიამ ეს ხარვეზი გამოასწორა და ახალი გალაქსის შემთხვევაში, თითის ანაბეჭდის სკანერი კამერის ქვემოთ იქნება.
კონკურენტებისგან განსხვავებით, Samsung-მა გადაწყვიტა, რომ ყურსასმენების 3.5 მილიმეტრიანი შესაერთებელი დაეტოვებინა. რაც შეეხება დინამიკებს, ის აღჭურვილია სტერეო საუნდის სისტემით და 40%-ით უფრო ხმამაღალია.
Galaxy S9 სამ ძირითად ფერშია წარმოდგენილი: შავი, ცისფერი და იისფერი.
ტექნიკური მახასიათებლები
ტექნიკურ ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკოსების წინასწარმეტყველება უმეტესად გამართლდა. Galaxy S9-ს Qualcomm’s Snapdragon 845-ის პროცესორი აქვს, თუმცა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე შესაძლოა ახალი ფლაგმანების ის ვერსიები გავრცელდეს, რომელიც Samsung-ის ახალ პროცესორზე, Exynos-ზე მუშაობს. გარდა ამისა, Galaxy S9-ს აქვს 4GB-იანი ოპერატიული მეხსიერება, S9 პლუსს კი - 6GB-იანი. ორივე მოდელის შიდა მეხსიერება 64-გიგაბაიტიანია, თუმცა ტელეფონი ტრადიციულად ე.წ. "ჩიპის", microSD card-ის მოთავსების საშუალებასაც იძლევა.
S9 მოდელს 3000mAh მოცულობის ელემენტი აქვს, ხოლო S9 პლუსს - 3500mAh. Samsung-ის ახალი ფლაგმანი IP68 შეფასებით მტვერ და წყალგამძლეა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1.5 მეტრის სიღრმეზე ნახევარი საათით რომ გააჩეროთ ტელეფონი, არაფერი მოუვა და ძველებურად იმუშავებს.
Galaxy-ის ახალ ფლაგმანებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კამერის შესაძლებლობები. დასაწყისისთვის გეტყვით, რომ S9 მოდელის ერთლინზიანი კამერა აქვს, S9 პლუსს კი - ორლინზიანი (Dual Camera). Samsung-ისთვის ეს არის პირველი კამერა მექანიკურად მართვადი დიაფრაგმით, რომელიც ძალიან ღიადან (f/1.5) ნაკლებად ღიამდე (f/2.4) რეგულირდება. უფრო ღია დიაფრაგმა 24%-ით უფრო ნათელია, ვიდრე ეს S8-ს შემთხვევაში იყო. რაც შეეხება ნაკლებად ღია დიაფრაგმას, ის საშუალებას იძლევა, რომ ფოტოს გადაღების დროს ზედმეტი სინათლე დარეგულირდეს, რაც ძალიან გამოსადგები იქნება მზიან დღეებში. კამერას აქვს უნარი, თავად განსაზღვროს, რომელი დიაფრაგმის გამოყენება იქნება უკეთესი, თუმცა თქვენ თავადაც შეგიძლიათ მისი შეცვლა. ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი კამერის დიაფრაგმის ცვლილება მხოლოდ f/1.5-იდან, f/2.5-მდე შეიძლება და შუალედურ მაჩვენებელს ვერ დააფიქსირებთ.
ამასთან, Samsung-ის ახალ ფლაგმანებს ფოკუსირების უკეთესი შესაძლებლობები აქვთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე მოდელს აქვს როგორც Wireless, ისე სწრაფი დატენვის ფუნქცია.
გამოსვლის თარიღი და სავარაუდო ფასი
ახალი ტელეფონის წინასწარი შეკვეთები 2 მარტიდან დაიწყება, ხოლო მაღაზიებში დარიგება 16 მარტიდან. აშშ-ში Galaxy S9-ის ფასი, სავარაუდოდ, 800$-მდე იქნება, ხოლო S9 პლუსის კი, 840$-დან 900$-მდე მერყეობს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოჩნდება S9/S9 პლუს მოდელი საქართველოში და რა ეღირება ის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები