მასწავლებელი 1984-ის ასახსნელად კლასში ყოველ წელს ამყარებს დიქტატურას, წელს მოსწავლეები პირველად ამბოხდნენ
ფოტო: Getty
დიანა ლეიგერმანი ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელია. ის ყოველ წელს ერთსა და იმავე ექსპერიმენტს ატარებს იმისთვის, რომ მისმა მოსწავლეებმა უკეთესად გაიგონ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რომანი, 1984. ექსპერიმენტის ფარგლებში დიანა კლასში დროებით დიქტატორულ რეჟიმს ამყარებს და ამით მყარ ნიადაგს ქმნის წიგნის გასაგებად. უფროსკლასელებმა, რა თქმა უნდა, არ იციან, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობენ.
აი, რას წერს დიანა:
"სანამ კლასში 1984-ის სწავლებას შევუდგებოდე, სიმულაციას ვქმნი, რომელსაც "საყოველთაო სიკეთის" სახელით ვფუთავ. თავიდან მოსწავლეებს ვუხსნი, რომ სკოლამ ახალი წესები შემოიღო უფროსკლასელების ინდიფერენტულობის დასამარცხებლად და ვამატებ იმასაც, რომ ეს სტრატეგია უკვე მრავალ სკოლაში დაინერგა. კედლებზე ვაკრავ სამოტივაციო პოსტერებს, გაყალბებულ სტატისტიკას და შემომაქვს მკაცრი წესები. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ლაპარაკის უფლება მიიღონ, მათ ხელი უნდა ასწიონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთმა მეორეს ფანქარი უნდა სთხოვოს. ცუდად მოქცევის შემთხვევაში მათ ქულები აკლდებათ, სხვა მოსწავლის უწესობის დაფიქსირებისთვის კი - ემატებათ. ვუხსნი, რომ მათი პასუხისმგებლობაა, რომ პირადად შემატყობინონ სხვების მიერ თუნდაც მსუბუქი გადახვევების შესახებ. კითხვების დასმა ამ პროცესთან დაკავშირებით - აკრძალულია. ექსპერიმენტის დამაჯერებლობისთვის, ამ პროცესში ჩემი კოლეგებიც მეხმარებიან ხოლმე"
დიანა უკვე მრავალი წელია, ექსპერიმენტს ატარებს და შედეგი ყოველ ჯერზე ერთი და იგივეა. უფროსკლასელები წესებს ემორჩილებიან, წიგნის გაცნობისას კი ექსპერიმენტს აანალიზებენ. თუმცა, წელს მოსწავლეები პირველად ამბოხდნენ. მათ ადმინისტრაციას წერილი მისწერეს და დერეფნებში საპროტესტო პოსტერები გამოაკრეს. ქულების სისტემაში ჩართვაზე კი კატეგორიული უარი განაცხადეს.
მოსწავლეების გაერთიანების პრეზიდენტმა, რომელსაც დიანა საერთოდ არ ასწავლის, ელექტრონული წერილით მოითხოვა "პროგრამის" შეწყვეტა. მის წერილში ეწერა, რომ მასწავლებლის სტრატეგია ფაშიზმს ახალისებს და ასეთი განცხადებები დიქტატორული რეჟიმის საფრთხეს ქმნის. "ამ სკოლამ და ზოგადად, ქვეყანამ არ უნდა დაუშვას მსგავსი ტოტალიტარული ტენდენციები" - აცხადებდა უფროსკლასელი. დიანამ, სიმულაციის ფარგლებში, ყველა ფორმით სცადა ამბოხების ჩახშობა. ეცადა, მოესყიდა მოსწავლეები, დაემუქრა გარიცხვით და ასე შემდეგ, თუმცა საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა.
საბოლოოდ, ექსპერიმენტი დაგეგმილზე ორი დღით ადრე დასრულდა და ყველამ შეიტყო თავდაპირველი ჩანაფიქრის შესახებ.
"მეამბოხეები გადაგვარჩენენ. მაშინ, როცა უფროსები ხშირად მიდიან საკუთარ პრინციპებთან კომპრომისებზე, თინეიჯერები უსამართლობას უბრალოდ არ ითმენენ. ნუ დაუძახებთ მათ გათამამებულებს, მათი სითამამე ცუდს არაფერს ემსახურება. შეაქეთ მეამბოხეები. ისინი ჩვენი საუკეთესო მოკავშირეები არიან" - წერს მასწავლებელი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები