ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები 2018 წლის ოსკარის დაჯილდოებიდან
ფოტო: Getty Images
ოსკარის რიგით 90-ე ცერემონია დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით საუკეთესო ფილმი The Shape of Water გახდა. მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული ფრენსის მაკდორმანდს, საუკეთესო კაცისა კი - გარი ოლდმენს ერგო.
ოსკარის ცერემონია ჯიმი კიმელის სიტყვით გაიხსნა. მისასალმებელ სიტყვას არ ჩაუვლია ტრამპზე, #Metoo-ს მოძრაობასა და ჰარვი ვაინშტაინზე საუბრის გარეშე. მოგვიანებით ლუპიტა ნიონგომ ემიგრანტებს შთამაგონებელი სიტყვით მიმართა. წლევანდელი ოსკარი გამორჩეული იყო ემოციური და სახალისო მომენტებით, თქვენთვის საუკეთესოები შევარჩიეთ.
შოუს მთავარი მოვლენა - ჯიმი კიმელმა ჰოლივუდის ვარსკვლავები პირდაპირ ფანებთან შესახვედრად წაიყვანა.
ფოტო: Getty Image
ფრენსის მაკდორმანდმა საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული, ნომინანტებთან ერთად აღნიშნა.
ფოტო: Getty Ima
ელისონ ჯენის გამარჯვებამ მარგო რობი ცრემლებამდე გააბედნიერა.
ფოტო: Getty Image
აწ უკვე ოსკაროსანი სცენარისტი, დაჯილდოებაზე თავისი ფილმის, Call Me By Your Name-ს ვარსკლავის, ტიმოთი შალამეს პრინტიანი მაისურით წარსდგა.
ფოტო: Getty Image
დოლბის თეატრში სასწაულები ხდება. ქალი საოცრება და ჰარლი ქუინი დამეგობრდნენ.
ფოტო: Getty Image
წარსულის გახსენება არ გვსურს, იარა დაუტოვა მან სრულიად ოსკარის მაყურებლის გულს, ანუ ...
ფოტო: Getty Image
ყველა საკალათბურთო ტიტულის მოგების შემდეგ ლეგანდარულმა, კობი ბრაიანტმა კოლექციას ოსკარის ქანდაკება დაამატა.
ფოტო: Getty Image
მიშა მესხს და კრისტენ ტეიგანს თუ ეძინათ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის დროს, ანდრა დეის ხალიჩაზე წამოწოლის უფლება არ ჰქონდა?
ფოტო: Getty Image
ნეტავ ვინ არის უცნობი მამაკაცი, რომლის ნახვამაც ლორა დერნი ასე გააბედნიერა?
ფოტო: Getty Image
მგონი ლორას იმდენად უხარია ოსკარზე მოხვედრა, რომ ემოციების დამალვა უჭირს. ეტყობა დაავიწყდა, რომ პირველად არ არის დოლბის თეატრში.
ფოტო: Getty Image
ვის ჰაეროვანი კოცნა დაიჭირეთ - ტარაჯი პი ჰენსონის, მერილ სტრიპის თუ სელმა ჰაიეკის?
ფოტო: Getty Image
როგორც ჩანს, მერილ სტრიპმა ჯერ შრეკი მოაჯადოვა შემდეგ კი დოლბის თეატრში შეიპარა.
ფოტო: Getty Image
თუ ფიქრობთ, რომ მერილ სტრიპზე სხვებთან შედარებით ბევრი ინფორმაცია მოგაწოდეთ, ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ, გაიხსენეთ, რომ წელს ის 21-ედ იყო წარდგენილი ოსკარის ნომინაციაზე.
ფოტო: Getty Image
რა საჭიროა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მოძრაობა, როცა ჩუსტებით შეიძლება გამოხვიდე ოსკარის ნომინაციის წარდგენისას?
ფოტო: Getty Image
დოლბის თეატრიდან ყველა წავედით ჯენიფერთან.
ფოტო: Getty Image
ოსკარი 2018 დასრულდა. კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს მომდევნო წლამდე ვემშვიდობებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები