ადამიანის უფლებათა ცენტრი დევნილთა სამინისტროსა და პოლიციის აკადემიის დაჯარიმებას ითხოვს
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მათ მოამზადეს ადმინისტრაციული სარჩელი, რის მიხედვითაც ორგანიზაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (წარმომადგენელი - მინისტრი, სოზარ სუბარი) და შსს პოლიციის აკადემიის (წარმომადგენელი - რექტორი, ნუკრი გელაშვილი) დაჯარიმებას მოითხოვს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი სარჩელში მიუთითებს, რომ შსს-ს აკადემიაში კომპანია British American Tobacco-სთან ერთად ქველმოქმედების საფარქვეშ გაიმართა სოციალურად დაუცველი და დევნილი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიება.
თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიამ განახორციელა კანონით აკრძალული სარეკლამო საქმიანობა სპონსორობა, რაშიც მას ხელი შეუწყო შსს აკადემიის რექტორმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, რომლებიც ბრითიშ-ამერიკან თობაქოს დირექტორთან ერთად დაესწრნენ სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიებას.
ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია დღესაც ხელმისაწვდომია შსს-ს პოლიციის აკადემიის ფეისბუქ გვერდზე, რაც ასევე კანონდარღვევაა, რადგან ამ გზით ხდება თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის მიერ განხორციელებული სპონსორობის დამატებით რეკლამირება.
საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია თამბაქოს მწარმოებლების, იმპორტიორებისა და რეალიზატორების მიერ პირდაპირი ან/და არაპირდაპირი, ანუ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის საშუალებით, სპონსორობა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვვათა კოდექსის 1712 მუხლის შესაბამისად, თამბაქოს ინდუსტრიის განმახორციელებელი პირის მიერ თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშნის ან ლოგოტიპის დემონსტრირება სამედიცინო ან/და სასწავლო ღონისძიებების ორგანიზებისას და ჩატარებისას დასჯადია.
კანონის მიხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია ბრითიშ ამერიკან თობაქოს მიერ განხორციელებულ ქმედებას - შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბიბლიოთეკისათვის გადაცემულ ტექნიკას და სტუდენტთათვის სწავლის გარკვეული საფასურის დაფარვას, შესაბამისად საქველმოქმედო საქმიანობად მიიჩნევს და არა სპონსორობად. არადა, საქართველოს კანონმდებლობით ქველმოქმედებად არ მიიჩნევა აღნიშნული საქმიანობა, თუკი ის რეკლამის შესახებ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება.
რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, სპონსორობა არის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაში წვლილის შეტანა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევისა და გაწეული მომსახურების, სამუშაოს შესრულების სახით), სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილით, თამბაქოს ნაწარმის რეკლამად ითვლება რეკლამა, რომელიც შეიცავს თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშანს, ლოგოტიპს, თამბაქოს ნაწარმის, მისი კოლოფის, ყუთის, მოხმარების პროცესის ან მასთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირებას. აღნიშნულ ღონისძიებაზე, სადაც გადაიცა სტუდენტებისათვის შესაბამისი სერთიფიკატები დემონსტრირებული იყო კომპანია ბრითიშ ამერიკან თობაქოს ბანერი, რომლის ფონზეც ხდებოდა სტუდენტების დაჯილდოება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს სამართალდამცავ ორგანოებს დაევალოთ კანონით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება - სამართალდამრღვევთა დასჯა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები