ხიდაშელი: ვარშავიდან უფრო მეტად დაცული საქართველოთი მივდივართ
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
"თუკი ყველას ამოცანა არის უფრო მეტად დაცული საქართველო, ჩვენ ვარშავიდან მივდივართ უფრო მეტად დაცული საქართველოთი", - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ გააკეთა:
"მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, ლატვიის პრეზიდენტთან, ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან, ვისაუბრეთ ლიტველებთან, ჩვენს ჩრდილოელ პარტნიორებთან სკანდინავიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ მთავარი ლიდერის როლი აღებული ძალიან ბევრი მიმართულებით ყველა ახალ პროექტსა და ახალ ინიციატივაზე, რომელიც ვარშავაში გაცხადდა. ისინი მზად არიან, რომ თავიდან ბოლომდე, მთლიანად დაუდგნენ ჩვენს ქვეყანას გვერდით".
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა კოლეგას სთხოვა, რომ ჰოლანდიამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ნდობის ფონდში, რომლის განვითარებაშიც საკუთარი წვლილის შესატანად მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა იტალიამაც.
უწყების ინფორმაციით, გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ ნორვეგია სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმ ნდობის ფონდზე, რომელიც JTEC-ის გასაძლიერებლად შეიქმნა.
ამასთან, ხიდაშელმა შეხვედრა გამართა დანიის წარმომადგენლებთან, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატო-საქართველოს ერთობლივ პროექტებში, განსაკუთრებით კი წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის განვითარებაში.
რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე კი ხიდაშელმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილა. ხიდაშელის თქმით, რუმინულმა მხარემ თავდაცვის მინისტრს დაუდასტურა, რომ საქართველოს სტრატეგიულ დიალოგში ერთ-ერთი წამყვანი როლი ექნება:
"ძალიან ბევრი ახალი მიმართულებაა, რომელზეც რუმინელებთან გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა, განსაკუთრებით შავი ზღვის ფარგლებში, ვინაიდან, რუმინეთს წამყვანი როლი აკისრია. როგორც მათი უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი - ყველა ერთად აცხადებს, რომ სტრატეგიულ დიალოგში, რომელიც შავ ზღვაზე უკვე სამიტის დასრულებისთანავე დაიწყება, საქართველოს, ბუნებრივია, ექნება ერთ-ერთი წამყვანი როლი. ჩვენ ქაღალდზე უკვე დაგვიწერეს და დაგვიდასტურეს, რომ საქართველო მიწვეულია ამ სტრატეგიულ დიალოგში".
- გიორგი მარგველაშვილი: საქართველო მხარს უჭერს ავღანეთის სამშვიდობო მისიას, ჩვენი ამოცანა ნატოში გაწევრიანებაა
- ხიდაშელი: NATO-მ ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატის გაგრძელება გადაწყვიტა
- კაპანაძე: ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები ჯერჯერობით იმავე რაიონებში რჩებიან
- ჯანელიძე: საქართველოს NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით უცვლელი მხარდაჭერა ელოდება
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები