ტრამპი: პუტინს არჩევნებში გამარჯვება მივულოცე, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგია
ფოტო: Don Emmert / AFP / Getty Images
"მე პრეზიდენტ პუტინს დავურეკე და არჩევნებში გამარჯვება მივულოცე", - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც ახსნა ის მიზეზები, თუ რატომ მიულოცა ვლადიმერ პუტინს:
"წარსულში ობამამაც დაურეკა მას. "ყალბი მედია" გაგიჟდა. მათ სურდათ მე ის გამეკრიტიკებინა. ისინი ცდებიან. რუსეთთან და სხვებთანაც ურთიერთობის დალაგება კარგია, ცუდი არ არის. მათ შეუძლიათ გადაჭრან პრობლემები ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან, უკრაინასთან, ისლამურ სახელმწიფოსთან, ირანთან. ბუშმა სცადა ურთიერთობის დალაგება მაგრამ ჭკვიანი ხალხი არ ჰყავდა ირგვლივ. ობამამ და კლინტონმაც სცადეს, მაგრამ ენერგია ან ქიმია არ ჰქონიათ. გაიხსენეთ გადატვირთვის პოლიტიკა. მშვიდობა სიძლიერით".
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება.
სენატორმა ჯონ მაკკეინმა ტრამპი მილოცვის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ამერიკელი პრეზიდენტი, არ უნდა მართავდეს თავისუფალ სამყაროს, დიქტატორებისთვის სამარცხვინო არჩევნებში გამარჯვების მილოცვით:
"ამით პრეზიდენტი ტრამპი შეურაცხყოფას აყენებს რუსეთის ყველა მოქალაქეს, რომელთა უფლება, მონაწილეობა მიეღოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, უგულებელყვეს".
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის პრესმდივანმა, ჰოგან გიდლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინის გამარჯვება ვაშინგტონისთვის სიურპრიზი არ ყოფილა და ამიტომ კრემლში სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ იყო.
პუტინის გამარჯვება პირველად მიულოცეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, სომხეთის, უნგრეთის, უზბეკეთის, ვენესუელას, თურქმენეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, კუბის, მოლდოვასა და ყირგიზეთის ლიდერებმა. ასევე, მისალოცი წერილები გააგზავნეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების პრეზიდენტებმა.
დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, კრემლში დარეკა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. თუმცა, როგორც ფრანგული პრესა წერს, მაკრონს გამარჯვება არ მიულოცავს, არამედ ქვეყნის მოდერნიზებაში წარმატება უსურვა.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ორშაბათს, 19 მარტს, ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის დიალოგი უნდა გაგრძელდეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები