აუდიტორია 115-დან წასული ცაგარელის ბრალდებები სტუდენტებს და მათი პასუხი
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
მას შემდეგ, რაც პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, სანდრო ცაგარელმა სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია 115 დატოვა, მან ყოფილი თანამებრძოლები თსუ-ს თვითმმართველობასთან კავშირში დაადანაშაულა. სანდრო ცაგარელი ამტკიცებს, რომ აუდიტორია 115 დაიშალა, აუდიტორია 115 კი მას განაწყენებულის პოზიციიდან საუბარში ადანაშაულებს და აქტივობებს ჩვეულებრივ განაგრძობს.
აუდიტორია 115-ის უკვე ყოფილი წევრი, სანდრო ცაგარელი On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ აუდიტორია 115 ფაქტობრივად აღარ არსებობს, რადგან შიდა დაპირისპირებების შედეგად, ბევრმა სტუდენტმა დატოვა მოძრაობა. ის სტუდენტების განზე გადგომის მიზეზად გაერთიანების რამდენიმე წევრის თსუ-ს თვითმმართველობასთან ფარულ შეხვედრებს ასახელებს.
ცაგარელის მტკიცებით, აუდიტორია 115-ში ერთი მცირე ჯგუფი - მწვანე მუშტი და რამდენიმე დაახლოებული სტუდენტისგან შემდგარი 30-40-კაციანი ჯგუფიღაა დარჩენილი:
"ადამიანებმა და ჯგუფებმა დატოვეს ეს მოძრაობა გაუთავებელი კლანური დაპირისპირებების და მსგავსი სიბინძურეების გამო. მოძრაობა გადაიქცა ჩაკეტილ, ეგოისტურ , ხშირ შემთხვევაში მერკანტილისტური იდეებისთვის საბრძოლო ადგილად".
On.ge-ს შეკითხვას, გააძევა თუ არა ის და ჯგუფის კიდევ რამდენიმე წევრი აუდიტორია 115-მა პოლიტიკური კუთვნილების გამო, ცაგარელმა უპასუხა, რომ მისი სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ურთიერთობის შესახებ მოძრაობამ თავიდანვე იცოდა და ვერცერთ ფაქტს ვერ დაუსახელებენ, რომ ამან აუდიტორია 115-ს რაიმეში შეუშალა ხელი:
"სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ჩემი ურთიერთობები მათ ყოველთვის იცოდნენ მაშინაც , როდესაც ჩემი ინიციატივით შევიკრიბეთ მარტის დასაწყისში, ჯერ ყველანაირ გამოსვლებამდე და საჯარო აქტიურობამდე ადრე. და ვისაც უნდა, რომ ვითომ სუფთა გამოჩნდეს, გადახედოს თავის ურთიერთობებს პაპავასთან, ბურჭულაძესთან, ხუხაშვილთან და ა.შ".
ცაგარელი ამბობს, რომ ის მოძრაობის დაარსების დღიდან უპირისპირდებოდა, როგორც განათლების სამინისტროს, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მაშინ, როდესაც აუდიტორიის წევრების ნაწილი საჯაროდ ერთ განცხადებას აკეთებდა, ფარულად კი ყოფილ რექტორს ხვდებოდა და მასთან ერთად სხვადასხვა გეგმას აწყობდა.
თავად აუდიტორია 115-ის წევრი, ირაკლი კუპრაძე კი ცაგარელის მიერ გავრცელებული ინფორმაციას აუდიტორია 115-ის დაშლასთან დაკავშირებით უარყოფს და ამბობს, რომ ცაგარელი და კიდევ რამდენიმე სტუდენტი სტუდენტურმა მოძრაობამ თავისი რიგებიდან პარტიული ინტერესების გამო გააძევა:
"სტუდენტების უმრავლესობის პროტესტის გამო აუდიტორია დატოვა 10-15-მდე ადამიანმა, რომელთა მიმართაც, მათი პარტიულობისა და პარტიული ინტერესების გატარების გამო, იქამდეც არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება. შესაბამისად, ეს ერთგვარად გაძევებული წევრები აპელირებენ იმაზე, რომ თითქოს მათი წასვლით აუდიტორია დაიშალა".
რაც შეეხება გიორგი არობელიძეს, რომელიც ცაგარელმა თსუ-ს თვითმმართველობასთან ფარულ შეხვედრებში დაადანაშაულა, მან კომენტარისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ აღნიშნულზე საუბარი არ სურს, რადგან საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ჭორაობას უფრო დაემსგავსა.
ცაგარელის მტკიცების პარალელურად, რომ აუდიტორია 115 დაიშალა, სტუდენტურმა გაერთიანება აქტივობებს აგრძელებს. აუდიტორია 115-ში დღეს პრესკონფერენციაც გაიმართა, რომელზეც სტუდენტური მოძრაობის წევრებმა სენატის არჩევნებისათვის მომზადებული პროგრამები წარადგინეს.
ირაკლი კუპრაძის განმარტებით, სენატის არჩევნებზე, რომელიც 15 ივლისს გაიმართება, დამატებით 12 წევრს აირჩევენ. მისი თქმით, სწორედ ამ არჩევნებში მონაწილეობისათვის ემზადება სტუდენტური მოძრაობის რამდენიმე წევრიც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კუპრაძემ განაცხადა, რომ აუდიტორია 115 ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები