მზად ხართ? - გაიგეთ, რამდენი რამ იცის თქვენზე გუგლმა და ფეისბუქმა
ფოტო: Shutterstock
კემბრიჯ ანალიტიკასა და ფეისბუქის სკანდალმა არაერთი ინტერნეტ მომხმარებელი დააფრთხო. ადამიანებს გაუჩნდათ შიში, რომ მათი ინფორმაცია არ არის დაცული და ამის გამო, ბევრმა ფეისბუქიც კი გააუქმა. საქმე ისაა, რომ ფეისბუქის გაუქმება აქამდე გაცემული ინფორმაციის წაშლას საერთოდაც არ ნიშნავს, უბრალოდ დამატებითი მონაცემების მოპოვების პრევენციას ახდენს, ეს კი ადამიანების უმეტესობას ნაკლებად ესმის. როგორ ფიქრობთ, რამდენი რამე იცის თქვენ შესახებ ფეისბუქმა და გუგლმა ისე, რომ წარმოდგენაც არ გაქვთ ამის შესახებ? გირჩევთ, მოემზადოთ.
რა იცის გუგლმა თქვენ შესახებ?
გუგლმა იცის ყველა ადგილი, სადაც ოდესმე ყოფილხართ
თუ თქვენ გუგლის აქტიური ანგარიში გაქვთ, ჩათვალეთ, რომ ინტერნეტ-გიგანტმა იცის ყველა ის ადგილი, სადაც ოდესმე ყოფილხართ ამ ანგარიშის დარეგისტრირების შემდეგ. მას აქვს ინფორმაცია თარიღების, ადგილმდებარეობის, წუთებისა და წამების შესახებაც კი.
არ გჯერათ? გადადით ბმულზე და თავად გადაამოწმეთ.
გუგლმა იცის ყველაფერი, რაც ოდესმე მოგიძებნიათ და წაგიშლიათ
ყველაფერი, რაც თქვენი ანგარიშით მოგიძებნიათ და წაგიშლიათ, გუგლისთვის მაინც აქტიური მონაცემია. ეს ნიშნავს, რომ ძიების ისტორიის გასუფთავება, ტელეფონიდან ყველა ინფორმაციის წაშლა, მაინც არ არის საკმარისი ამ მონაცემების გასაქრობად. ის გუგლის უზარმაზარ მონაცემთა ბაზაში ინახება.
თუ გსურთ გადაამოწმოთ, გადადით ბმულზე.
გუგლს აქვს სპეციალურად თქვენთვის შექმნილი სარეკლამო პროფილი
მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გუგლი ქმნის სპეციალურ სარეკლამო პროფილს, რომელიც მხოლოდ თქვენზეა მორგებული. ეს ინფორმაცია მოიცავს ასაკს, სქესს, საცხოვრებელ ადგილს, ჰობს, კარიერას, სასიყვარულო ურთიერთობებს, სიმაღლეს, წონას და ყველაფერს, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ.
გადადით ბმულზე და ნახეთ, როგორია თქვენი პროფილი.
გუგლმა იცის ყველა აპლიკაცია, რომელსაც იყენებთ
გუგლმა ზუსტად იცის, რომელ აპლიკაციებსა და გაფართოებებს იყენებთ. მან იცის, რა სიხშირით, საიდან და ვისთან სასაუბროდ იყენებთ სხვადასხვა აპლიკაციებს. ეს ნიშნავს, რომ გუგლს აქვს ინფორმაცია, თუ რას და ვისთან საუბრობთ, რომელი ქვეყნიდან არიან ისინი, რომელ საათზე მიდიხართ დასაძინებლად და ა.შ.
თქვენი მონაცემების სანახავად, გადადით ბმულზე.
გუგლმა იცის ყველაფერი, რასაც Youtube-ზე უყურებთ
გუგლი აგროვებს Youtube-ზე ძებნის ისტორიას, ამიტომ მან იცის, უახლოეს მომავალში მშობელი გახდებით თუ არა, ლიბერალი ხართ, კონსერვატორი თუ სხვა რომელიმე იდეოლოგიის მიმდევარი, ქრისტიანი ხართ თუ სხვა რელიგიის, დეპრესიაში ხართ თუ ძალიან კაგრ განწყობაზე... ერთი სიტყვით, იცის ყველაფერი, რასაც Youtube-ზე ეძებთ და თავის დასკვნებს აკეთებს.
თქვენი მონაცემების სანახავად, გადადით ბმულზე.
ინფორმაცია, რომელიც გუგლს აქვს თქვენზე, ვორდის ასეულობით დოკუმენტს მოიცავს
გუგლი გაძლევთ საშუალებას, რომ გადმოიწეროთ ის მონაცემები, რომელიც თქვენ შესახებ მას აქვს. მისი გადმოწერის შედეგად აღმოაჩენთ, რომ ეს მონაცემები არა რამდენიმე მეგაბაიტი, არამედ გიგაბაიტია და მილიონობით ვორდის დოკუმენტის ნაკრებს წარმოადგენს.
მათში შესულია თქვენი დამახსოვრებული საიტები (ე.წ. "ბუკმარკები"), მეილები, კონტაქტები, გუგლ დრაივის ფაილები, ყველა ის მონაცემი, რომელიც ზემოთ დავწერეთ, თქვენი Youtube ვიდეოები, თქვენი ტელეფონით გადაღებული ფოტოები, ონლაინ შენაძენები, იმ კომპანიების სია, რომლისგანაც რამე გიყიდიათ და სხვ.
ასევე, გუგლს აქვს მონაცემები თქვენი კალენდრის შესახებ, საყვარელი მუსიკის შესახებ, ადგილმდებარეობების ისტორია, წიგნების შესახებ, რომელსაც ონლაინ ყიდულობთ, ტელეფონების შესახებ, რომელიც გქონიათ, რამდენ კილომეტრს გადიხართ დღის განმავლობაში და ა.შ. უსასრულოდ.
ამ მონაცემების გადმოსაწერად, გადადით ლინკზე.
გუგლს აქვს მონაცემები, რომელიც წაშლილი გგონიათ
პროგრამისტმა დილან კურანმა The Guardian-ის სტატიაში გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ასახავს ინფორმაციას, რომელიც მან გუგლ დრაივიდან წაშალა. ფოტოზე ხედავთ ფაილებს, რომელიც ავტორს წაშლილი ეგონა, თუმცა მონაცემების გადმოწერის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ისინი ისევ არსებობს. მათ შორის არის ინფორმაცია მისი წაშლილი CV-ს შესახებ, თვიური ბიუჯეტის შესახებ, ფაილებისა და ვებსაიტების შესახებ, რომელიც მას ოდესმე შეუქმნია.
გუგლი ინახავს ყველა ფოტოს, რომელიც ტელეფონით გადაგიღიათ
მონაცემების გადმოწერის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ გუგლი ინახავს ყველა იმ ფოტოს, რომელიც თქვენი ტელეფონით გადაგიღიათ. მეტსაც გეტყვით, ამ ფოტოებს წლების მიხედვით ახარისხებს და მიბმული აქვს დამატებითი მონაცემები იმის შესახებ, თუ სად და როდის გადაიღეთ ისინი.
რა იცის ფეისბუქმა თქვენ შესახებ?
ფეისბუქსაც ძალიან ბევრი მონაცემი აქვს თქვენ შესახებ
გუგლის მსგავსად, ფეისბუქიც აგროვებს თქვენს შესახებ ინფორმაციას. ამ ინფორმაციის გადმოწერა ფეისბუქიდანაც არის შესაძლებელი და ის ასიათასობით ვორდის დოკუმენტს შეიცავს.
მათ შორის არის ინფორმაცია ყველა გაგზავნილ და მიღებულ შეტყობინებაზე, გაგზავნილ და გამოგზავნილ ფაილებზე, ყველა კონტაქტზე თქვენი ტელეფონებიდან და ყველა აუდიო შეტყობინებაზე (ე.წ "ვოისს), რომელიც გაგიგზავნიათ ან მიგიღიათ.
ამ ინფორმაციის შემოწმება შეგიძლიათ ამ ლინკზე.
ფოტო: The Guardian
ფეისბუქი ინახავს ყველა ინფორმაციას, გაგზავნილი სტიკერებიდან დაწყებული, ავტორიზაციით დამთავრებული
ფეისბუქი ინახავს და ახარისხებს ყველა ინფორმაციას, რომელიც, მისი აზრით, თქვენი აქტივობიდან გამომდინარე, თქვენთვის საინტერესო იქნება. უცნაურია, მაგრამ ფეისბუქი გაგზავნილი სტიკერების ისტორიასაც ინახავს. არავინ იცის, ამას რატომ აკეთებს, მაგრამ სავარაუდოდ, ამ სერვისის გასაუმჯობესებლად და ყველაზე პოპულარული სტიკერის გამოსავლენად.
ასევე, ფეისბუქი ინახავს ავტორიზაციების ისტორიას - საიდან შეხვედით ფეისბუქზე, რამდენი დრო გაატარეთ, რამდენ ხანში დაბრუნდით, რომელი მოწყობილობიდან იყავით შესული და ა.შ.
ამასთან ერთად, ფეისბუქი ინახავს იმ აპლიკაციის მონაცემებსაც, რომელიც ფეისბუქისთვის ოდესმე მიგიმაგრებიათ. ასე რომ, ფეისბუქმა ჩემ შესახებ იცის, რომ მიყვარს ლიტერატურა და სპორტი და ვიყენებ სპორტულ აპლიკაციებს, სადაც ყველაზე ხშირად მანჩესტერ იუნაიტედის შესახებ ვამოწმებ ინფორმაციას. ასევე, ფეისბუქმა იცის, რომ Freelancer.com-ზე ვარ ვერიფიცირებული ფეისბუქის ექაუნთით და შესაბამისად, ჩემს ყველა შეკვეთაზეც აქვს წვდომა.
...და კიდევ ერთი რამ, რაც უნდა იცოდეთ
ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ გუგლ ქრომის ინკოგნიტო ტაბის გამოყენება მათ ანონიმურს ხდის. თქვენ შესაძლოა, სწორედ ამ შეცდომას უშვებდეთ. ინკოგნიტო ტაბი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გამოიყენება, რომ ბრაუზერში არ დაფიქსირდეს თქვენი საძიებო ისტორია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ ფიქსირდება. ნებისმიერ საიტზე შესვლისას, თქვენი IP ისევე ფიქსირდება, როგორც ეს ინკოგნიტო ტაბის გარეშე იქნებოდა.
გარდა ამისა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ გუგლი აფიქსირებს და ინახავს ყველა აქტივობას, რომელსაც ახორციელებთ. მათ შორის რეკლამებზე კლიკებს, სხვადასხვა საიტზე სტუმრობისა და გატარებული დროის ისტორიას და ა.შ.
ბოლოს კი გეტყვით, რომ გუგლმა იცის ყველა ის ფოტო, რომელიც საძიებო სისტემაში მოგიძებნიათ და გადმოგიწერიათ, თუმცა ნუ შეშფოთდებით. ეს არის ფასი, რომელსაც კომფორტულ სერვისსა და თანამედროვე ტექნოლოგიებში ვიხდით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა


დისკუსია: როგორ ფიქრობთ, რამდენად დაცულია თქვენი ელექტრონული მონაცემები?