შფოთვა - 4 ნიშანი, რომლითაც მიხვდებით, რომ მკურნალობა გჭირდებათ
ფოტო: Rudall30 / Shutterstock
თუ დედამიწაზე 2.6 მილიარდ ადამიანს ერთი და იგივე დაავადება სჭირს, ლოგიკურია, რომ მისი სიმპტომების შესახებ ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ. სამწუხაროდ, როცა საქმე შფოთვასა და პანიკის შეტევებს ეხება, ეს დებულება სინამდვილეს არ შეესაბამება.
შფოთვა ცუდად ჟღერს, თუმცა ის უსარგებლო სულაც არაა. ტვინს აქვს უნარი, რომ როცა საფრთხეს გრძნობს, ორგანიზმში მობილიზების პროცესები დაიწყოს. საშიშროებაზე რეაგირებას ტვინის ორი ნაწილი, ქერქი და ამიგდალა ახდენს.
ამიგდალა ისეთ ადამიანურ ემოციებზეა პასუხისმგებელი, როგორებიცაა: შიში, სიბრაზე, დანაშაულის შეგრძნება და ეჭვი. შიში, რომელსაც სიბნელეში უცხო ადამიანის გამოჩენისას გრძნობთ და შიში, რომელიც საშინელებათა ფილმის ყურებისას გიპყობთ, ერთსა და იმავე განგაშს იწვევს ამიგდალაში და ეს 20 მილიწამში ხდება. მერე კი ტვინის ქერქი წყვეტს, საჭიროა რეაგირება თუ სირენები უნდა გამოირთოს. თუმცა სისტემა საათივით გამართულად არ მუშაობს. ხანდახან ტვინის ქერქს მყისიერი და არამყისიერი საფრთხეების გარჩევა უჭირს: კარის სახელურები მიკრობებით სავსეა, რა ვიცით, რომ რომელიმე მათგანი მომაკვდინებელი არაა? რა გარანტია არსებობს, რომ ქუჩაში გასვლისას რამე არ დაგვეჯახება? ლიფტი საშიშია თუ არა?
შფოთვას შეუძლია ადამიანის სხეულსა და გონებას ისე მოედოს, რომ ყოველდღიურობის ყველა ნაწილში შექმნას პრობლემები.
როგორ მივხვდეთ, რომ უბრალოდ "გულთან კი არ მიგვაქვს ყველაფერი", არამედ დახმარება გვჭირდება?
1. გარემოსგან მუდმივად გრძნობთ ზეწოლას
ყველას გვეშინია რაღაცის. ნორმალურია, რომ ეპიდემიის დროს ცუდად გახდომის გეშინოდეთ, კბილის ექიმთან წასვლა გესიკვდილებოდეთ, ან ხალხმრავალ ოთახში დიდხანს ვერ ჩერდებოდეთ, თუმცა თუ ამ საკითხებზე ფიქრს თქვენი მთელი ენერგია მიაქვს, ეს უკვე სხვა საქმეა.
როცა ემოციებზე კონტროლს ვკარგავთ, შფოთვა პანიკის შეტევის ფორმას იღებს. პანიკის შეტევის დროს ადამიანს გული უჩქარდება, თავბრუ ეხვევა და სუნთქვა უჭირს.
"გულის აჩქარება, რომელსაც ავარიის ასაცილებლად სწრაფად დამუხრუჭებისას ვგრძნობთ, პანიკის შეტევის ერთ-ერთი ფორმაა, - ამბობს ფსიქოლოგი ან-მარი ალბანო, - თუმცა ადამიანები, რომლებიც შფოთვით იტანჯებიან, იმავე ეფექტს ოფისში ან წვეულებაზე შესვლის დროს განიცდიან".
2. თქვენს ტვინთან ლოგიკური არგუმენტები არ ჭრის
მშფოთვარე ტვინი, ისევე როგორც ჩვეულებრივ რეჟიმში მომუშავე ტვინი, მუდმივად რაღაც ახალს სწავლობს. პრობლემა ისაა, რომ ხანდახან შფოთვის დროს არასწორ რამეს ვსწავლობთ, მერე კი საკუთარი თავის გადარწმუნება ძალიან გვიჭირს. თუ დაიჯერებთ, რომ წვეულებაზე შესვლისას ყველა ადამიანი თქვენს გარეგნობას აკრიტიკებს, მოგვიანებით ეს მღელვარება სამსახურში მისვლაზეც გავრცელდება, ცოტა ხანში კი - გარეთ გასვლაზეც. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად ობსესიურ-კომპულსიური დარღვევის დროს (OCD) ერთი განცალკევებული შემთხვევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ახალი შიში გაგიჩნდეთ.
3. შიშის გამო გარკვეულ სიტუაციებს ერიდებით
შეიძლება გეშინოდეთ კარუსელების და მათ თავს არიდებდეთ, - ეს თქვენს ცხოვრებაში ბევრს არაფერს შეცვლის, მაგრამ თუ სამედიცინო გამოკვლევაზე ამბობთ უარს მოსალოდნელი პასუხების გამო, ეს უკვე პრობლემაა.
ადამიანები, რომლებსაც ფრენის ეშინიათ, ხშირად მხოლოდ იმ ადგილებს სტუმრობენ, სადაც მანქანით შეუძლიათ მისვლა. მათ დიდ ოცნებებზე უწევთ უარის თქმა, რადგან შფოთვა ახალი გამოცდილების მიღებაში ხელს უშლით.
4. შფოთვა ცხოვრებას გიფუჭებთ
ადამიანებს, რომლებსაც OCD სჭირთ, სახლიდან გამოღწევა უჭირთ, რადგან საათობით ასწორებენ საწოლს იდეალურ მდგომარეობამდე. მათ ხანდახან სამსახურის საქმე უფუჭდებათ, რადგან საკუთარ თავს მიუღწეველ სტანდარტებს უწესებენ. სოციალურ სიტუაციებში მღელვარების გამო ისინი თავს არიდებენ თავყრილობებს და ხანდახან მენტალური სიმპტომებს ფიზიკურადაც კი განიცდიან. დაგეგმილი თარიღის მოახლოებისას, სტკივდებათ თავი, უწევთ სიცხე და ასე შემდეგ.
მიშლის თუ არა შფოთვა ხელს ცხოვრებაში? - მთავარი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს ასეთ დროს უნდა დაუსვათ, სწორედ ესაა.
შფოთვა განკურნებადია და მისგან გათავისუფლებას მედიკამენტები სულაც არ სჭირდება. პანიკის შეტევების გასაქრობად უამრავი ტექნიკა არსებობს (სუნთქვა, გაცნობიერება, შიშის გარდაქმნა სხვა ფაქტორებად და ასე შემდეგ). გახსოვდეთ, არავინ ცხოვრობს შიშების გარეშე. ღელვა ადამიანის ბუნების ნაწილია, თუმცა მას ცხოვრების გაფუჭების უფლება არ უნდა მისცეთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები