10 ჰიტი, რომელიც ცნობილმა მომღერლებმა სხვებისგან მოიპარეს
როგორც წესი, ხელოვნებაში ყველაფერი სხვა რაღაცისგან იღებს ინსპირაციას, თუმცა თუ შთაგონების წყაროს ძალიან გადააჭარბეთ, შესაძლოა, სასამართლოში აღმოჩნდეთ.
ეს ყველაზე კარგად იმ ხელოვანებს ესმით, ვისაც წლების განმავლობაში მოუწია საავტორო უფლებებზე დავა. მათ შორის უამრავი ისეთი არტისტია, რომელთა სიმღერებიც ჩვენს ფლეილისტში შეუცვლელ ადგილს იკავებს.
პლაგიარიზმი და საავტორო უფლებების დარღვევა მუსიკაში ახალი არ არის. დღემდე უამრავი მუსიკოსი დავობს სასამართლოში უფლებების დასაცავად, თუმცა ყველა ასეთი არ არის. ზოგიერთებს უბრალოდ შერჩათ, ზოგიერთებს კი - არა. ფაქტი კი ისაა, რომ უამრავი სიმღერა, რომელიც გაჰიტდა და ყველას შეაყვარა თავი, სინამდვილეში რაღაც დოზით მაინც მოპარულია.
1. The Doors-ის Hello, I love you სინამდვილეში The Kinks-ის All Day And All Of The Night-ის რითმს იმეორებს
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, The Doors მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერის შესაქმენლად The Kinks-ის სიმღერის რითმის გამეორება დასჭირდა. ბრიტანეთის სასამართლომ The Doors ჯარიმა დააკისრა, თუმცა The Kinks-ის ინიციატივით პრობლემა სხვაგვარად მოგვარდა.
2. Nirvana-მ Smells Like Teen Spirit-ის მისამღერის რითმი Boston-ის More Than a Feeling-ისგან აიღო
Nirvana-ს საკულტო სიმღერა თუ ვინმესგან იქნებოდა ინსპირირებული, რთულად წარმოსადგენი იყო, თუმცა ფაქტი ჯიუტია. მიუხედავად ამისა, თავად ბენდს და კურტ კობეინს არასდროს დაუმალავთ, რომ Smells Like Teen Spirit მართლაც შეიცავდა სხვა სიმღერის ელემენტებს. მეტსაც გეტყვით, 1992 წელს, ინგლისის ქალაქ რედინგში, კურტ კობეინმა More Than a Feeling-ის მისამღერით დაიწყო Smeels Like Teen Spirit-ის შესრულება.
კურტ კობეინის ლაივი რედინგში, 1992 წელს.
3. Led Zeppelin-ის Dazed and Confused ერთი-ერთში იმეორებს Jake Holme-ის სიმღერის სათაურს (Dazed and Confused) და მუსიკაშიც უდიდესი მსგავსებაა
Led Zeppelin-ი არაერთხელ გახვეულა საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ სკანდალში, თუმცა ყველაზე გახმაურები შემთხვევა მაინც Jake Holmes-ის სიმღერის მოპარვაა. Jake Holmes-მა დავა 2010 წელს დაიწყო და დამტკიცდა, რომ მას იმავე სახელწოდების სიმღერა 2 წლით ადრე ჰქონდა ჩაწერილი.
4. Led Zeppelin-ის Whole Lotta Love ძალიან ჰგავს Muddy Waters-ის You Need Love-ს
კიდევ ერთი შემთხვევა, როცა Led Zeppelin-ი სიმღერის მოპარვაში ამხილეს, 1969 წელს მოხდა. კომპაზიტორმა უილი დიქსონმა ბენდს სასამართლოში უჩივლა. მან ზეპელინებს ბრალი დასდო, რომ მისი სიმღერა, რომელსაც მუდი უოთერსი ასრულებდა, ჯგუფმა მოიპარა. სასამართლომ დიქსონის მხარე დაიჭირა და Whole Lotta Love-ს საავტორო უფლებებიც მიიღო.
დიქსონმა ზეპელინებს 1972 წელსაც უჩივლა, ამჯერად სხვა სიმღერის გამო. მისი მტკიცებით, ლედ ზეპელინმა "Bring it Home" მისი სიმღერიდან "Bring it on Home"-იდან აიღო. ამ შემთხვევაშიც, დიქსონმა სასამართლო დავა მოიგო.
5. Led Zeppelin-ის Stairway to Heaven-იც მოპარულია
შორს არ წავალთ და გაგიმხელთ, რომ ზეპელინების საკულტო სიმღერაც შეიცავს მოპარულ ელემენტებს. ამის შესახებ 2016 წელს გახდა ცნობილი, როცა Spirit-ის ბასისტმა სარჩელი შეიტანა ზეპელინების წინააღმდეგ. სასამართლომ დაადგინა, რომ Stairway to Heaven არ შეიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, თუმცა განაჩენი Spirit-ის ბასისტმა სააპელაციოში გაასაჩივრა.
6. George Harrison-ის სიმღერა "My sweet lord" სასამართლომ მოპარულად მიიჩნია
ჰარისონის წინააღმდეგ სარჩელი The Chiffons-მა შეიტანა, რომელიც მომღერალს He's So Fine-ის მოპარვაში ედავებოდა. განაჩენი მეტად უცნაური აღმოჩნდა. მოსამართლემ განაცხადა, რომ არ სჯეროდა, რომ ჯორჯ ჰარისონმა განზრახ მოიპარა სიმღერა, თუმცა რადგან მას მოსმენილი ჰქონდა The Choffins-ის სიმღერა და პლაგიატობისგან თავის ასარიდებლად არაფერი გააკეთა, მაინც დამნაშავედ გამოაცხადა.
7. Sam Smith-ის Stay With Me-ის მისამღერი ძალიან ჰგავს Tom Petty-ის I Won't Back Down-ს
სიმღერის გამოსვლის შემდეგ, ტომ პეტის პროდიუსერები დაუკავშირდნენ სემ სმიტს და უთხრეს, რომ მათი სიმღერები მისამღერში ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ორმხრივი თანამშრომლობის შემდეგ, Sam Smith-მა Tom Petty სიმღერის თანაავტორებში ჩაწერა.
8. Miley Cyrus-ის We Can't Stop-ის 50% Flourgon's-ის We Run Things-ისგანაა მოპარული
2018 წლის მარტში, საავტორო უფლებების დარღვევის გამო, მაილი საირუსი სასამართლომ 300$ მილიონით დააჯარიმა. მას იამაიკელმა მომღერალმა Flourgon's-მა უჩივლა, რომელიც ამტკიცებდა, რომ საირუსმა მისი სიმღერის 50% მოიპარა. იგი მოითხოვს, რომ საირუსმა სიმღერის გაყიდვა და კონცერტებზე შესრულება შეწყვიტოს.
9. Radiohead-ის საკულტო სიმღერა Creep სასამართლომ მოპარულად ჩათვალა
The Hollies-მა Radiohead-ს სასამართლოში მათი სიმღერის, The Air I Breathe-ის საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლა და მოუგო კიდეც. Radiohead-ს ბევრი არ გაუპროტესტებია, Creep-ის ავტორების სიაში ჩაამატა The Hollies და ამბავი ამით ამოიწურა.
10. Lana Del Ray-ის Get Free ერთი-ერთში გავს Radiohead-ის Creep-ს
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დავა სწორედ ლანა დელ რეისა და რედიოჰედს შორის დაიწყო. ლანა დელ რეის ახალი სიმღერა Get Free ერთ-ერთში გავს Creep-ს, რის გამოც რედიოჰედის ადვოკატებმა დელ რეის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. როგორც მოგვიანებით ლანა დელ რეის ბრაზილიაში გამართულ კონცერტზე განაცხადა, სასამართლო დავა მშვიდობით დასრულდა. ამ დავის შესახებ უფრო დეტალურად წაიკითხეთ აქ.
Get Free-სა და Creep-ის შედარება
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები