"ლიგამუსში" ამერიკელმა ფედერალურმა მოსამართლემ საჯარო ლექცია ჩაატარა
ფოტო: დიმიტრი სანაია
მოსამართლე დანქენი პირველი აფროამერიკელი ქალია, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინას სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დაინიშნა და რომელიც ჩრდილოეთ კაროლინას ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ამჟამად იგი მეოთხე ფედერალური საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პირველი აფროამერიკელი ქალია.
მოსამართლე ელისონ დანქენი მეოთხე ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, 2003 წლის 15 აგვისტოს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წარდგინებით დაინიშნა.
ამერიკელმა ფედერალურმა მოსამართლემ, ელისონ დანქენმა, ილიას უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექციის თემა "მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესები და პოლიტიკა: 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების გამოწვევა" იყო. მომხსენებელმა აუდიტორიასთან საუბრისას განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა მოსამართლეების პირდაპირი კომუნიკაციისას წარმოქმნილი პრობლემები და მათი მოგვარების გზები.
საჯარო ლექციას სტუდენტები, სამართალმცოდნეები და სხვა დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ. შეკრებილ აუდიტორიას ელისონ დანქენმა თავისი მაგალითები მოუყვა, რათა წარმოეჩინა, რა სახის პრობლემებს შეიძლება წააწყდეს მოსამართლე მხარეებთან კომუნიკაციისას. მთავარი აქცენტი ე.წ. Ex parte კომუნიკაციასა და მის მნიშვნელობაზე გაკეთდა.
ამერიკელმა მოსამართლემ განიხილა ის შემთხვევები, როდესაც თავად დადგა მსგავსი პრობლემის წინაშე. აღმოჩნდა, რომ მოსამართლის ცხოვრებაში ხშირად დგება Ex Parte კომუნიკაციის შემთხვევები, განსაკუთრებით კი თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში. Ex Parte კომუნიკაცია გულისხმობს მოსამართლესა და საქმეში მონაწილე მხარის იმგვარ კომუნიკაციას, რომლის შესახებაც მეორე მხარემ არაფერი იცის. ამგვარი ურთიერთობა მოსამართლესთან კატეგორიულად აკრძალულია და მსგავსი შემთხვევის აღმოჩენისას, მოსამართლის რეპუტაცია მნიშვნელოვნად ზარალდება.
ელისონ დანქენის თქმით, ასეთი შემთხვევების არიდება განსაკუთრებით რთულია თანამედროვე ეპოქაში. შესაძლოა, მოსამართლე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდეს ისეთ ვითარებაში, რომელშიც მსგავსი სახის კომუნიკაცია თავად მოსამართლის მონაწილეობის გარეშე შედგეს. ეს შეიძლება იყოს სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტი, ლიფტში ან ქუჩაში მოსმენილი კომენტარები და სხვ. ითვლება თუ არა ეს ყველაფერი Ex Parte კომუნიკაციად? - ელისონ დანქენს ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი აქვს: დიახ!
რა უნდა გააკეთოს მოსამართლემ მაშინ, როდესაც მასსა და მხარეს შორის Ex Parte კომუნიკაცია ნებისმიერი ფორმით შედგება? პირველ რიგში, მოსამართლემ საქმის განხილვის პროცესში მონაწილეო მეორე მხარეს დეტალურად უნდა გააცნოს შემდგარი კომუნიკაციის შინაარსი და ყველაფერი უნდა მოუყვეს მას. ეს არის საუკეთესო გამოსავალი, რადგან თუკი Ex Parte კომუნიკაციის შინაარსი ორივე მხარისთვის თანაბრად ნაცნობი იქნება, მოსამართლის საქმიანობას ჩრდილი არ მიადგება.
თქვენ ალბათ გიჩნდებათ კითხვა, უნდა აირიდოს თუ არა მოსამართლემ ისეთი საქმის განხილვა, რომლის დროსაც Ex Parte კომუნიკაცია შედგა? - პასუხი მარტივია. ელისონ დანქენი ამბობს, რომ მსგავსი კომუნიკაციის შინაარსის მეორე მხარისთვის გამხელის შემდეგ, მოსამართლეს არ აქვს ვალდებულება, საქმე აიცილოს. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ მოსამართლე თვლის, რომ Ex Parte კომუნიკაციის შემდეგ მიღებული ინფორმაცია მის გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს, თუმცა ეს მოსამართლის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც მოსამართლეს საქმის აცილებას აიძულებს. ამ შემთხვევაში, თუ მხარეები ჩათვლიან, რომ Ex Parte კომუნიკაციისგან მიღებული ინფორმაცია გავლენას იქონიებს გადაწყვეტილებაზე, საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებმა, თავად უნდა მოითხოვონ, რომ მოსამართლემ საქმე აიცილოს.
ელისონ დანქენი ყვება, რომ მას ასეთი საქმეების მაგალითებიც ჰქონია, თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა მხარეებს მისი საქმისგან აცილება არ მოუთხოვიათ.
ამერიკელი მოსამართლის თქმით, Ex Parte კომუნიკაციის შემდეგ, საქმეში მონაწილე მეორე მხარესთვის ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია, რათა პროცესი სამართლიანად წარიმართოს და განაჩენი ობიექტური იყოს. მხარეებს აქვთ უფლება, იცოდნენ ყველაფერი, რაც საქმის განხილვას ეხება. მხოლოდ ასე შეიძლება შედგეს სამართლიანი სასამართლო.
Ex Parte კომუნიკაციისგან თავის ასარიდებლად, ელისონ დანქენი ფაქტობრივად არ იყენებს სოციალურ ქსელებს და სხვა ისეთ საშუალებებს, რომელიც მხარემ შესაძლოა მასთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის გამოიყენოს.
ლექციის მსვლელობისას, ელისონ დანქენს, აუდიტორიამ არაერთი კითხვა დაუსვა. კითხვების ავტორთა უმრავლესობა მომხსენებელს Ex Parte კომუნიკაციის ფორმების დაზუსტებასა და მისგან თავის არიდების გზების გამხელას სთხოვდა. ელისონ დანქენის თქმით, ამგვარი კომუნიკაცია შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის, რომლის დროსაც, მეორე მხარეს არ შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ის ინფორმაცია, რომელიც ერთმა მხარემ გაუმხილა მოსამართლეს.
საჯარო ლექცია აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.
საჯარო ლექციის სამუშაო ენა ინგლისური იყო, თუმცა უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანიც. ლექციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
ელისონ დანქენის სრული ბიოგრაფიის წასაკითხად, გადადით ბმულზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში




კომენტარები