EMC: საქნახშირის საწარმოში ღირსების შემლახავი პირობებია და ირღვევა დასაქმებულების უფლებები
ფოტო: EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ტყიბულის შახტებში ჩატარებული ინსპექტირების ანგარიშების მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქნახშირის საწარმოში ღირსების შემლახავი პირობებია და ირღვევა დასაქმებულების უფლებები. ორგანიზაციის მიმოხილვა შახტებში 2016 და 2017 წლის შემოწმების ანგარიშებს ემყარება.
საფრთხის შემცველი სამუშაო გარემოს არსებობა ტყიბულის შახტებში
საწარმოს სხვა უბნებთან შედარებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში, თუმცა შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო გარემოს გამართული მოწყობის/ფუნქციონირების პრობლემაა საწარმოს ყველა უბანზე.
2017 წელს ძიძიგურის და მინდელის სახელობის შახტები გამოვლენილი მძიმე დარღვევები:
- ვაგონების სამუხრუჭედ გამოიყენება ფიცრის ნაჭრები;
- გალში (ადამიანების ასაწევი და ჩასაყვანი მოწყობილობა) არ არსებობს სამანქანო განყოფილებასთან კავშირის საშუალებები;
- შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს;
- ადამიანების სიმაღლიდან ვარდნის ადგილები არ არის შემოღობილი და დაცული სასკიპე ჭაურის სამანქანო კამერაში;
- შახტაში მოძრავ ზოგიერთ ელმავალს არ გააჩნია მემანქანისათვის განკუთვნილი სკამი, ხოლო სამგზავრო ვაგონები არ არის მოწყობილი სტანდარტის შესაბამისად;
- ქვესადგურში დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილი შესაბამისი დიალექტრიკული საშუალებებით (ჩაფხუტი, ბოტი, ხელთათმანი, ხალიჩა);
- 400 ნიშნულის დამხმარე ჭაურის ლიფტის კარები და ბაქანი მოსაწესრიგებელია, რათა გამოირიცხოს ადამიანების ვარდნის საფრთხე;
- შახტაში არსებული მაღალი ძაბვის ქვესადგური დაუცველია გარეშე პირთა შეღწევისგან, არ არის განათება ერთ მხარეს არსებული კარი ღიაა, ხოლო მეორე მხარე კარის გარეშეა.
- შახტაში დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი;
- მინდელის შახტაში 300 ნიშნულის აღმოსავლეთ საველე შტრეკში სავენტილაციო მილი და ელექტრო კაბელები ერთ მხარეს არის განთავსებული;
- ჩამყრელ ბუნკერებთან დასაქმებულებს, არ აქვთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათვალე და რესპირატორი);
- კვეშლაგში გვირაბის სიღრმიდან გამომდინარე დასაქმებულებს უწევთ მოუხერხებელ პოზაში გადაადგილება/მუშაობა;
- სამანქანო არსებული ელექტრო ფარი არ არის შეფუთული/დაკეტილი დადგენილი წესით;
- გადამყირავებელ უბნებზე არ არის დამონტაჟებული ასპირაციული სისტემები და სხვა.
2016 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროს კი მინდელის შახტაში დამატებით გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:
- დასაქმებულებს არ აქვთ შესაბამისი წყალმომარაგება და სანიტარული პირობები, არ არიან უზრუნველყოფილი სპეციალური ტანსაცმლით და არ გააჩნიათ სააფთიაქო ყუთი;
- შახტაში, სამუშაო ადგილის/უბნის მიმდებარედ დამაკავშირებელი გვირაბი (50 მ2 ტერიტორია) გადავსებულია ფეკალიებით, რაც ნაწლავური ინფექციების აღმოცენების და გავრცელების რეალური საფრთხეს შეიცავს;
- სამუშაო ადგილზე არ არის პერსონალის შესვენებისათვის აუცილებელი ფართი. ამის ნაცვლად, დასაქმებულებს მოწყობილი აქვთ დროებითი მოსასვენებელი ადგილი მუყაოს ნაჭრებით;
- გადასაადგილებელი ვაგონები მოსაწესრიგებელია, სარელსე მეურნეობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს;
- არ ფუნქციონირებს მუშათა ჩასხდომის სასიგნალო სისტემა;
- პერსონალი შეხებაშია სხვადასხვა მჟავებთან;
- ტერიტორია გადატვირთულია უყურადღებოდ დატოვებული მანქანა დანადგარებისათვის განკუთვნილი ზეთის ავზებით;
- შახტის შესასვლელი ტერიტორია გადატვირთულია სხვადასხვა წარმოშობის ლითონის გადანაყრებით. მოსაწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა.
5 აპრილს ტყიბულის შახტში კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მიზეზებს ექსპერტები ამ დრომდე სწავლობენ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები