გედევან ფოფხაძე

9 Apr. 2018, 16:22

ჩემთვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. მინდა, ჩემი კოლეგების პოზიცია გავარკვიო, რადგან ბევრი მეგობარი მყავს, ბევრი თანამოაზრე და თანამებრძოლია. მათ ხელს არ ვკრავ და ჩემი წამოსვლა ყველას მიმართ პროტესტს არ ნიშნავს.

ჩემი წამოსვლა არის პროტესტი იმ ადამიანების მიმართ, ვინც არც ჩემს ინდივიდუალურ ფაქტორს და არც ჩემს ღირებულებებს არ ითვალისწინებს. უნდათ, ამ შემთხვევაში, დამნაშავე მე გამომიყვანონ, თურმე, მათ კომფორტი დავურღვიე. იქ ვერ დავრჩები, სადაც ვიღაცას უნდა, რომ ღილაკზე თითის მიმჭერი ვიყო და უბრალოდ სტატისტიკა შევუვსო.

ხუთი წელი აქ ვიყავი და მეგონა, რაღაცაზე პოზიტიური გავლენა შემეძლო. თუ ამას ვეღარ ვხედავ, საუბარი ჩემზე აღარ არის. საუბარია იმაზე, ქვეყანა საით მიდის და უმრავლესობას რა უნდა. ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები რას გვთავაზობენ, ვისთან ერთადაც ბრძოლა გამოვიარე. ამ ადამიანებთან მორალური ვალდებულებები მაქვს და უნდა გავერკვეთ იმაში, ჩვენი ქვეყნის მომავალი საით მიდის და როგორ მიდის. თუ დავინახავ, რომ კითხვებზე ნორმალური პასუხების მიღების თეორიული შანსი მაინც არის, მინდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ამ სიტუაციაში ვიყო, თორემ, მგონია, რომ უმრავლესობის წევრობა ამ ეტაპზე არაფერს მაძლევს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…