NGO-ები: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კონკურსი ხარვეზებით მიმდინარეობს
ფოტო: On.ge
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებას იმ მინიმალური პროცედურული გარანტიების გვერდის ავლით, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, უარყოფითად აფასებს.
ორგანიზაცია ამბობს, რომ მიმდინარე კონკურსმა, წინა კონკურსების მსგავსად, ვერ შექმნა განცდა, რომ საბჭო ადეკვატური პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერებით ეკიდება მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას, იყენებს ყველა შესაძლო გზას იმისათვის, რომ სასამართლო სისტემაში მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები დაინიშნონ:
"მიმდინარე კონკურსის პროცესში დაფიქსირებული არაერთი ხარვეზი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად მოსამართლეთა შერჩევის პროცესის სათანადოდ განხორციელებას და ამდენად, გავლენას ახდენს კონკურსის შედეგების აღიარებაზე. ეს კი საზოგადოების თვალში სასამართლო სისტემის მიმართ კიდევ უფრო დიდ იმედგაცრუებას იწვევს".
NGO-ები ასევე კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფაქტობრივად არ ჩაატარა მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რაც გულისხმობს საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებას:
"აღნიშნული პროცედურის ზედმიწევნით ჩატარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოსამართლეობის იმ კანდიდატების შემთხვევაში, რომელთა მიუკერძოებლობის საკითხზეც, მათივე წარსული სამოსამართლო გამოცდილებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, საზოგადოებაში ძალიან მწვავე და ლეგიტიმური კითხვები არსებობს. მოსამართლეობის მიმდინარე კონკურსში კი ამგვარი არაერთი კანდიდატი მონაწილეობს".
კოალიცია განმარტავს, რომ საბჭო თავად იყო ვალდებული რეალურად ჩაეტარებინა კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების ეტაპი. კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, აღნიშნულ ეტაპზე დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა საბჭოს მიაწოდონ კანდიდატების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია:
"თუმცა, საბჭომ საამისო პროცედურა არ განახორციელა, რამაც გამორიცხა საბჭოსთვის მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გარეშე პირების მხრიდან. ასეთ პირობებშიც კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ცხადია, რჩებოდა პასუხისმგებლობა თავად მოეძიებინა კანდიდატის შესახებ ყველა სათანადო ინფორმაცია, რაც საჭიროა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის შესარჩევად".
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები