ტიტანიკის ჩაძირვამდე რამდენიმე წლით ადრე დაწერილი 2 წიგნი ტრაგედიას წინასწარმეტყველებდა
ფოტო: Topical Press Agency / Stringer / Getty Images
მეოცე საუკუნის დასაწყისში ტიტანიკი ყველაზე დიდი სამგზავრო გემი იყო. რეკორდულ ზომებთან ერთად კი, ის ასევე პირველი გრანდიოზული მასშტაბების ლაინერი იყო, რომელიც აისბერგს დაეჯახა და ჩაიძირა.
ყინულივით ცივ წყალში გემმა ფსკერისაკენ დაიწყო დაშვება და 1500 მგზავრი იმსხვერპლა. ამ მოვლენიდან საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა ტიტანიკის ტრაგედია დღემდე განხილვის საგანია.
ტრაგედიის ღამის შემდეგ დატრიალებული მოვლენების შესახებ ასე თუ ისე ყველამ ვიცით, თუმცა, ტიტანიკის ჩაძირვას წინ უცნაური ამბები უძღვოდა, რაც ლაინერის ბურუსით მოცულ დასასრულს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
საქმე ის არის, რომ ტიტანიკი 1912 წლის 15 აპრილს ჩაიძირა, 1886 და 1898 წლებში კი ორი ბრიტანელი ავტორის წიგნი გამოიცა. ისინი ტიტანიკის ჩაძირვას წინასწარმეტყველებდნენ.
გამომძიებელი ჟურნალისტის წიგნი, რომელიც 1886 წლით თარიღდება, მოგვითხრობს ისტორიას გემის შესახებ, რომლის ბედიც ტიტანიკისას მოგაგონებთ.
How the Mail Steamer Went Down in Mid Atlantic, by a Survivor - ასე ჰქვია უილიამ თომას სტიდის ისტორიას, რომელიც ლაინერ ატლანტიკის ოკეანეში მოგზაურობას აღწერს. წიგნის მთავარი პერსონაჟი ტომპსონია, რომელიც სიკვდილს მხოლოდ მას შემდეგ გადაურჩება, რაც სავსე ნავები ტრაგედიის ადგილზე ცოცხლად დარჩენილების წასაყვანად დაბრუნდებიან.
ისევე როგორც ტიტანიკი, ატლანტიკიც კატასტროფას განიცდის და ზუსტად იმეორებს 1912 წელს დატრიალებული ტრაგედიის დეტალებს. მაგალითად იმას, რომ მგზავრებისთვის სამაშველო ნავები არ ეყოთ.
აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ 1912 წელს სტედმა ამერიკაში გამგზავრება სწორედ ტიტანიკით გადაწყვიტა, საბოლოოდ კი მსხვერპლთა შორის აღმოჩნდა.
მეორე რომანი, რომელიც ტიტანიკის ჩაძირვას წინასწარმეტყველებდა, მორგან რობერტსონის The Wreck of the Titan: Or, Futility-ია. მასში აღწერილია ატლანტის ოკეანეში აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაძირული დიდი გემის ისტორია. ბედის ირონიით, ამ გემს "ტიტანი" ერქვა, რაც აშკარად ჰგავს "ტიტანიკს".
აღნიშნული სტატიით, რობერტსონი გემთმშენებლების გაფრთხილებას ცდილობდა და სთხოვდა, გემზე უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ზომები მიეღოთ. ავტორი ყველა იმ დეტალს აღწერს, რამაც ასეთი დიდი კატასტროფა გამოიწვია. მაგალითად, სტატიაში ის ხაზს უსვამს, რომ გემს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავები.
კატასტროფის შემდეგ სერიოზულად დაიწყო ტიტანიკის ჩაძირვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა. ამ ფაქტს გამოეხმაურა რობერტსონიც, რომელმაც თქვა "ვიცოდი, რასაც ვწერდი, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები