მიგელ დიას-კანელი - ფიდელ კასტროს შემდეგ კუბის პირველი პრეზიდენტი, რომელიც კასტრო არაა
ფოტო: Ismael Francisco /AFP / Getty Images
კუბაში, ნაციონალური ასამბლეის სხდომაზე ქვეყნის პრეზიდენტად ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, 57 წლის მიგელ დიას-კანელი ერთხმად აირჩიეს. რაულ კასტროს გადადგომით კუბაში კასტროების ერა დასრულდა.
86 წლის რაულ კასტრო კომუნისტური პარტიის პირველ მდივნად რჩება, რაც კონსტიტუციით "საზოგადოებისა და სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელ ძალად" განისაზღვრება. ასე რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადამდგარი რაულ კასტრო კუბაში ყველაზე ძლევამოსილ ადამიანად ისევ რჩება.
მიუხედავად ამისა, მისი გადადგომა ქვეყნისთვის დიდი მოვლენაა. ბოლო 60 წლის განმავლობაში კუბის მმართველი პირველად არ იქნება გვარად კასტრო.
დიას-კანელი გადაიბარა ქვეყანა, რომელსაც აქვს ეკონომიკური სტაგნაცია, რომლის მოსახლეობა ბერდება და ახალგაზრდებში იმედგაცრუება უფრო მეტად მატულობს.
ვინ არის მიგელ დიას-კანელი
განათლებით ინჟინერი დიას-კანელი მშობლიურ პროვინციაში, ვილა კლარაში კომუნისტური პარტიის ლიდერი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გახდა. 2003 წელს ის გადაიყვანეს პროვინცია ოლგინში, რომელიც კუბის ტურისტული ცენტრია. 2009 წელს კანელ-დიასი გადაიყვანეს ჰავანაში და განათლების მინისტრად დანიშნეს, ხოლო 2013 წელს რაულ კასტრომ პირველ ვიცე-პრეზიდენტად დაასახელა. ამის შემდეგ პოლიტიკურ ღონისძიებებზე ის კასტროს მაგივრად გამოდიოდა, იღებდა უცხოურ დელეგაციებს და ხელისუფლების სახელით საზღვარგარეთ დადიოდა.
სანამ მიგელ დიას-კანელი ცენტრალური ხელისუფლებისკენ გადაინაცვლებდა მის მშობლიურ პროვინციაში მას ახასიათებენ, როგორც მიმზიდველ და მეგობრულ ადამიანს, რომელიც ყოველთვის აღწევს მიზანს.
90-იანებში, როდესაც საწვავის შოვნა რთული იყო, მომავალი პრეზიდენტი სამსახურში ველოსიპედით დადიოდა და არა საბჭოური ლადით, რომელიც კუბელ ჩინოვნიკებს შორის საკმაოდ პოპულარული იყო.
ის, ასევე, მხარს უჭერდა სანტა-კლარაში ლგბტ თემის მიმართ კეთილგანწყობილ კულტურულ ცენტრს მაშინ, როდესაც პარტიაში ჰომოფობია ნორმად მიიჩნეოდა.
იმის გამო, რომ კუბაში პოლიტიკური აგიტაცია აკრძალულია, დიას-კანელის პოლიტიკური შეხედულებები უცნობია. ერთი მხრივ, ის ლიდერების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია, რომელიც კუბის მოდერნიზაციის მომხრეა. მეორე მხრივ, დიდი ხანია კომუნისტური პარტიის წევრია და მისგან რადიკალურ პოლიტიკურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები