პრეზიდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მასთან კომუნიკაციის არქონაში ადანაშაულებს
ფოტო: გიორგი მარგველაშვილი / Facebook
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების საქმეებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და უწყება მასთან კომუნიკაციის არქონაში დაადანაშაულა. აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ შსს მას შეწყალებულების მიერ განმეორებით ჩადენილ დანაშაულზე სტატისტიკას არ უზიარებს:
"ამ პიარომში კომიკურად გამოვიდა, რომ თურმე შს სამინისტრო რაღაცა მასალას ამუშავებს, რაღაცა სტატისტიკა აქვს, მე არ მეუბნებიან ამის თაობაზე. სტრუქტურა, რომელიც ვალდებულებაც არის, რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთოს უკეთესი კრიმინოგენული ვითარებისთვის, პრეზიდენტს არ უზიარებს ამ სტატისტიკას და მე კითხვა მიჩნდება რას ნიშნავს ეს. მე რა შს სამინისტროსგან დაკვირვების და დამუშავების რეჟიმში ვარ? თუ შენ რაღაც ინფორმაციას ფლობ, მე რატომ არ მიზიარებ?"
პრეზიდენტი მმართველი გუნდის მხრიდან ბრალდებებს პროპაგანდას უწოდებს:
"ბოლოს უკვე ისე იყო, რომ მავნებელი პრეზიდენტი ძირს უთხრის ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს ტექსტები, მე არ ვიცი ვინ წერდა, პირდაპირ "ენკავედეს" პრესსამსახურის ვინმე ნარჩენი იყო, რომელიც ამ ტექსტებში ცდილობდა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს თემები მიეწოდებინა თუ არა".
პრეზიდენტის ბრალდებებს შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, უწყება შეწყალების საკითხზე საუბრისას, პერსონალურ პასუხისმგებლობას არავის აკისრებს.
17 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ბოლო წლებში შეწყალების აქტით განთავისუფლებულ მსჯავრდებულთა განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი ძალიან მაღალია.
პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებსა და მათ მიერ განმეორებით ჩატარებულ დანაშაულზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს. ის ადგილზევე გარდაიცვალა. ოჯახში ძალადობისთვის დაპატიმრებული, მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვალი, რამდენიმე თვის წინ შეწყალების აქტის საფუძველზე გაათავისუფლეს.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და დედის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები