უჯარმის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა
ფოტო: ვიკიპედია
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უჯარმის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ისტორიული ძეგლის შესაკეთებლად 300 000 ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.
შესასრულებელი სამუშაოები
- ტერიტორიის გაწმენდა და ზედმეტი მიწის მოჭრა;
- გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად, №18 კოშკის ჩრდილოეთ ნაწილში ძალოვანი ხარაჩოს მოწყობა;
- ინვენტარული ხარაჩოს მოწყობა ციტადელის კედლების გაწმენდა-კონსერვაციის სამუშაოების ჩასატარებლად;
- კედლების საპირე წყობის გადაწყობა 30% ახალი მასალის დამატებით, ბზარების ინექტირება და კედლების კონსერვაცია კირ-დუღაბით;
- ორი გადასახედი ბაქნის, ლითონის საფეხურების და მოაჯირების მოწყობა;
- სავალი ბილიკების მოწყობა ფლეთილი ქვის ფილებით.
არსებული მონაცემები უჯარმის ციხე-ქალაქის შესახებ
უჯარმის ციხე-ქალაქი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფ. უჯარმის ჩრდილო- დასავლეთით მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირის ფერდობზე, თბილისი-თელავის სამანქანო გზის პირას მდეობარეობს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ციხე-ქალაქი რთულ რელიეფზე - 30 000 მ2 ფართობზეა გაშენებული. ძეგლი ორი ნაწილისგან შედგება. ციტადელი - ზედა ანუ დედაციხე, სადაც განლაგებულია მეფეთა სასახლე, ჯვარპატიოსნის სახელობის კარის მცირე ეკლესია, მარანი და წყალსაცავი. ქვედა ციხე კი ციტადელის ჩრდილოეთი მხრიდან მდინარე ივრის ნაპირამდე ოთხკუთხა გალავნითაა შემოსაზღვრული.
"გალავნის კედლების უწყვეტობას არღვევს ერთმანეთისგან სიმეტრიულად დაშორებული გეგმით სწორკუთხა სამსართულიანი კოშკები. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად, ვახტანგ მეფის (გორგასალი) სახელთანაა დაკავშირებული", - აღნიშნავს სააგენტო სატენდერო განცხადებაში.
მდგომარეობა
სააგენტოს მონაცემებით, უჯარმის ციხე ძლიერ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. გალავანი როგორც ციტადელზე, ასევე ქვედა ციხეზე მორღვეულია, ხოლო რიგ მონაკვეთებში - მთლიანად დანგრეული.
2000-იან წლებში შეკეთდა ციხემდე მისასვლელი ბილიკი. მოეწყო ლითონის საფეხურებიანი კიბე. იმავე პერიოდში გაიწმინდა ქვედაციხის ტერიტორიის ნაწილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები