ოცნების 5 დეპუტატი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონით დარეგულირებას ეთანხმება
პატრიოტთა ალიანსის წევრის ემზარ კვიციანის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი უნდა გახდეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში განიხილეს.
საპარლამენტო უმრავლესობის იმ დეპუტატებმა, რომლებიც კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ, კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს, თუმცა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი სუბიექტური ინტერპრეტაციის საფუძველს არ უნდა იძლეოდეს.
სოფიო კილაძე
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის ინიციატივით, რელიგიური გრძნობების დაცვის მიზნით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ დღეს, სხვადასხვა ადამიანების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გახშირდა.
"ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებით აღმაშფოთა, როცა მართლმადიდებლური სიწმინდეები არასათანადოდ გამოიყენეს. ეს იყო ბევრი ადამიანის აღშფოთების მიზეზი და მეც ვუერთდები ამ აღშფოთებას. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ტოლერანტობისა და თანასწორობის მაგალითი იყო, როცა ბევრი სარწმუნოება დიდი სიყვარულით და პატივისცემით თანაარსებობდნენ", - განაცხადა სოფიო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე.
მისი აზრით, ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ და ეს კანონით უნდა დარეგულირდეს.
გედევან ფოფხაძე
უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე ინიციატივის სულისკვეთებას იზიარებს, თუმცა ფიქრობს, რომ კანონპროექტის წარმოდგენილი ფორმულირება სუბიექტური ინტერპრეტაციის რისკს აჩენს.
"მთავარი გამოწვევა სუბიექტური და ობიექტური შეფასების კრიტერიუმებია. როცა გრძნობების შეურაცხყოფაზე ვსაუბრობთ ისმის კითხვა, რა არის ჩემთვის შეურაცხყოფა და რა არის შეურაცხყოფის ზოგადი სტანდარტი. თუ ჩვენ ამას კანონად ვაქცევთ, პრაქტიკაში სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმების გათვლა რთული იქნება", - ამბობს გედევან ფოფხაძე.
დავით მათიკაშვილი
სოფო კილაძისა და გედევან ფოფხაძის მსგავსად, ემზარ კვიციანის ინიციატივის სულისკვეთებას იზიარებს უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილიც, თუმცა ფიქრობს, რომ, რელიგიური გრძნობების დაცვის ფონზე, გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს.
"ეს არ უნდა იყოს გადაკვეთაში სიტყვის თავისუფლების პრინციპთან. ეს საკითხი არ იყო გავლილი საქართველოს საპატრიარქოსთან, სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან. ჩვენ შეიძლება ამ კუთხით დისკუსიისთვის კარი გავხსნათ, თუმცა ცალსახად განჭვრეტადი უნდა იყოს ყველა ის განაწესი, რაც სანქციებს აწესებს", - უთხრა On.ge-ს დავით მათიკაშვილმა.
რატი იონათამაშვილი
რატი იონათამაშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მუხლი, რომელიც ეკლესიებზე წარწერების გაკეთებას დასჯადს ხდის, ყველა კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლზე უნდა ვრცელდებოდეს.
"ბავშვობიდან განსაკუთრებულად ვრეაგირებ, როცა ეკლესიებზე წარწერებს ვხედავ და ასევე ვრეაგირებ სხვა ძეგლებზე, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია", - ამბობს დეპუტატი.
ანრი ოხანაშვილი
ადამიანის უფლებათა კომიტეტის უმრავლესობის დეპუტატებიდან გამონაკლისი არც ანრი ოხანაშვილია, ის კოლეგების მსგავსად რელიგიური გრძნობების დაცვის პათოსს უერთდება და მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ადამიანების რელიგიური გრძნობები უნდა დაიცვას.
"მნიშვნელოვანია როგორ დაადგენს ამ ყველაფერს სასამართლო. არავის არ უნდა დარჩეს შეგრძნება, რომ სუბიექტურობასა და მიკერძოებულობას ჰქონდა ადგილი. ისეთი კანონი უნდა შევქმნათ და ისეთი ობიექტური კრიტერიუმის საფუძვლები უნდა გავწეროთ, რომელიც მოჭარბებული სუბიექტივიზმის საფუძველს არ შექმნის", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კანონპროექტი რელიგიური გრძნობების დაცვაზე
კანონპროექტის წარმოდგენილ ვერსიით მიღების შემთხვევაში, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას დაისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.
რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება კი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები