ომბუდსმენი: სრულწლოვნობის შემდეგ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მხარდაჭერა გამოწვევაა
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბენეფიციარებისთვის, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
ომბუსმდენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად წლების განმავლობაში არასრულწლოვნების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურებიდან გასული 18 წლის პირების უფლებების დაცვის საკითხი რჩება.
"ხშირ შემთხვევაში, 18 წლის ახალგაზრდა ადამიანი ზრუნვის სისტემას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოუმზადებელი ტოვებს - არ არის დასაქმებული, არ აქვს თავისი ინტერესების შესაბამისი პროფესია, არ არის უზრუნველყოფილი საცხოვრებლით", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს მომსახურებიდან გასული 18 წლის პირების მხარდაჭერის კონკრეტული სერვისი, რაც მორგებული იქნება მათ ბაზისურ საჭიროებებზე, რათა მიეცეთ განათლების მიღების შესაძლებლობა და დაცული იყვნენ სიღარიბის, ძალადობისა და სხვა საფრთხეებისგან.
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, შემუშავდეს კონკრეტული ქვეპროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარების სათანადო მხარდაჭერას.
სახალხო დამცველის ინიციატივით, ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებაში N601 "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის ნაწილში, მუხლი მე-3, რომლითაც ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფად განსაზღვრული იქნებიან ახალგაზრდები, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მათი უმაღლესი/პროფესიული განათლების მიღებისა თუ სხვა სახის საჭიროებიდან გამომდინარე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები