სახელმწიფო გადატრიალება თურქეთში: რა არის ცნობილი ამ მომენტისთვის
თურქი სამხედრო რესპუბლიკის მონუმენტის წინ, ტაქსიმის მოედანზე სტამბოლში
ფოტო: Murad Sezer / Reuters
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი სამხედრო დაჯგუფება აცხადებს, რომ ქვეყნის მართვა ხელში ჩაიგდეს და ჯარისკაცები სტამბოლისა და ანკარის სტრატეგიულ წერტილებში ჰყავთ განთავსებული.
ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა და ქვეყანას მართავს "მშვიდობის საბჭო".
გადატრიალების მომოწყობი ჯგუფის ზომა და მისი ლიდერების ზუსტი ვინაობა ამ დრომდე უცნობია. როიტერის წყაროს მიხედვით, სამხედრო გადატრიალება გულენის მოძრაობის (ჰიზმეთის) განხორციელებულია: "ამის შესახებ გულენისტთა რამდენიმე წარმომადგენელი გასული თვეების განმავლობაში მინიშნებებს აკეთებდა," - აცხადებს პრეზიდენტ ერდოღანთან დაახლოებული პირი.
პრეზიდენტი ერდოღანი აძლევს ინტერვიუს CNN Turk-ს
ფოტო: CNN Turk / @eliothiggins / Twitter
პრეზიდენტმა ერდოღანმა CNN Turk-ს ინტერვიუ მობილური ვიდეო-ზარით მისცა. მისი განცხადებით, ადგილი აქვს "მცირე ჯგუფის" დაუმორჩილებლობას და "პარალელური სტრუქტურის" მოწყობილ ქმედებებს. იგი ამ ტერმინს წარსულში გულენის მოძრაობის აღსანიშნად იყენებდა.
ერდოღანმა საზოგადოებას მოუწოდა, გავიდნენ ქუჩაში და შეეწინააღმდეგონ სახელმწიფოს დამხობის მსურველებს:
"მე მოვუწოდებ თურქ ხალხს, შეგროვდნენ სკვერებსა და აეროპორტებში. მე არასოდეს მწამდა ხალხის ნებაზე ძლიერი ძალის."
პრეზიდენტის განცხადებით, იგი ამჟამად უსაფრთხოდაა და გადატრიალების მონაწილეები უმკაცრესად დაისჯებიან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის მაღალი რანგის გენერალი, ჰულუში აკარი, სამხედრო შტაბ-ბინაში მძევლად აყვანილთა შორისაა.
უცხოური მედიის ცნობით, დედაქალაქ ანკარაში ისმის სროლის ხმა და მოხდა სულ მცირე ერთი ძლიერი აფეთქება. სახელმწიფო ტელევიზია კი, რომლის ეთერი ამჟამად გათიშულია, გადატრიალების მონაწილეთა მიერაა აღებული.
რამდენიმე საათის წინ ქვეყანაში დაიბლოკა წვდომა სოციალურ ქსელებთანაც. ამ მომენტამდე თითქმის შეუძლებელია Facebook-ის, Twitter-ის და YouTube-ის მოხმარება.
რიგები ბანკომატთან, სტამბოლი
სოციალურ ქსელებში გავრცლებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ბანკომატებთან რიგებია — მოქალაქეები სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის გამო, ნაღდი ფულის გამოტანას ცდილობენ.
როიტერის ინფორმაციით, ტანკებმა თურქეთის პარლამენტის შენობასთან ცეცხლი გახსნეს. ასევე, ისმის სროლის ხმა სტამბოლსა და ანკარაში. ამას ადასტურებენ ადგილობრივი NTV-ს და სხვა მედიის ჟურნალისტებიც.
ერდოღანის მოწოდებას, ქუჩაში გამოსვლის შესახებ, ბევრი გამოეხმაურა. სტამბოლში, ისტიკლალზე, უამრავი მოქალაქეა შეკრებილი. თუმცა, ზოგიერთის მოწოდებები გადატრიალების მხარდამჭერია.
მოწინააღმდეგეები, გადატრიალების მონაწილეთა ტანკს მშვიდობიანი ფორმით უპირისპირდებიან.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე ტურისტული მიმოსვლა შეჩერებულია. საზღვრის გადაკვეთა თურქეთის მოქალაქეებს შეუფერხებლად შეუძლიათ. ტურისტებისთვის კი საზღვარი მეზობელი მხარის გადაწყვეტილებით დაიკეტა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს, ღამის 3 საათზე მოიწვია.
თურქული მედიის ცნობით, ანკარაში 17 პოლიციელი დაიღუპა.
არეულობა სტამბოლსა და ანკარაში 15 ივლისის მიწურულს დაიწყო, როდესაც სამხედროებმა რამდენიმე ხიდი და სტრატეგიული ობიექტი აიღეს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები