გადატრიალების მცდელობა თურქეთში – დაღუპულია მინიმუმ 60 ადამიანი
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 700–ზე მეტი კი დაკავებულია. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომლის მიზანიც გადატრიალების მომწყობთა განეიტრალებაა. თუმცა, როგორც Reuters წერს, მათ სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღეს წერილი ამბოხებულებისგან, სადაც წერია, რომ ისინი კვლავ "გაბედულად იბრძვიან".
სტამბულში გამაგრებული თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა დასრულებულია, თუმცა, მცირე დაპირისპირების კერები კვლავ რჩება დედაქალაქ ანკარაში.
თურქეთის არმიას გადატრიალების მცდელობის შემდეგ არმიის ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, ამ პოსტზე უმიტ დუნდარი მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოქმედი გენერალი მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფმა ავიაგამანადგურებლებმა ანკარაში ჩამოაგდეს ამბოხებულთა სამხედრო ვერტმფრენი. ავიაგამანადგურებელმა ცეცხლი ასევე გაუხსნა პრეზიდენტის სასახლესთან მობილიზებულ ტანკებს.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 15 ივლისს, გვიან ღამით დაიწყო. სამხედროებმა სტამბოლსა და ანკარაში თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი დაიკავეს, მათ შორის აეროპორტები, სტამბოლის ორი მთავარი ხიდი, ტელევიზიები, ტანკები და შეიარაღებული სამხედროები მობილიზებული იყვნენ პარლამენტთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი შვებულებიდან პირდაპირ სტამბოლში დაბრუნდა. მან მოსახლეობას ქუჩებში აგსვლისკენ მოუწოდა. ერდოღანის თქმით, მეამბოხეებმა "ხალხის იარაღი ხალხსვე მიუშვირეს".
თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არმიას გაწმენდს. მან გადატრიალების მცდელობაში მუსლიმი კლერიკი ფეტულა გიულენი დაადანაშაულა, რომელიც ამჟამად აშშ–ში, პენსილვანიაში, თავის რეზიდენციაში ცხოვრობს. ფეტულა გიულენი თურქეთის მეორე ყველაზე გავლენიან ადამიანადაა მიჩნეული. ის აშშ–ში 1990–იან წლებში გაემგზავრა და მას შემდეგ იქ იმყოფებმა. გიულენმა 2001 წელს აშშ–ს მწვანე ბარათიც მიიღო. მას ამ წლების განმავლობაში არცერთი სატელევიზიო ინტერვიუ არ მიუცია მედიისთვის.
ფეტულა გიულენი ერდოღანის მოკავშირედ მიიჩნეოდა 2013 წლამდე, თუმცა, მთავრობის წევრთა წინააღმდეგ წარმოებულმა გამოძიებამ კორუფციასთან დაკავშირებით, მათი კავშირის რღვევა გამოიწვია. გიულენი, რომელსაც მილიონობით მხარდამჭერი ჰყავს თურქეთში, საჯაროდ დაუპირისპირდა ერდოღანს. თუმცა, დღეს, 15 ივლისს, მან სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ის კატეგორიულად უარყოფს სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს.
სამხედროები, რომლებმაც გვიან ღამით ბოსფორზე არებული ხიდები დაიკავეს, პოლიციას ჩაბარდნენ. 16 ივლისი, სტამბოლი.
ბოლო მონაცემებით, სტამბოლის აეროპორტებში რამდენიმე საათით შეწყვეტილი ავიარეისები განახლდა. ასევე, სამხედროები, რომლებმაც გვიან ღამით სტამბოლში ორი ხიდი დაიკავეს სამხედრო ტექნიკით, სამართალდამცავებს ჩაბარდნენ, მათი რაოდენობა 50–ს აღწევს.
თურქული მხარის გადაწყვეტილებით, ტურისტებისთვის გვიან ღამით დროებით დაიკეტა თურქეთის საზღვარი სარფში, ისინი ქვეყანაში შესვლის უფლებას მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს აძლეევნ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები