მარგველაშვილი: სიტუაციის დასტაბილურებამდე თავი შეიკავეთ თურქეთში მგზავრობისგან
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებოდ, თურქეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოწვეული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებას მისი პრესსამსახური უცვლელად გთავაზობთ:
“პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა თურქეთის სამოქალაქო და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ.
მე პირადად გამოვხატავ მხარდაჭერას პრეზიდენტ ერდოღანისადმი და დარწმუნებული ვარ,რომ უახლოეს მომავალში დესტაბილიზაცია დაიძლევა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.
მსურს დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, რომ მათ და ჩვენ ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ამასთანავე, მინდა ვურჩიო ჩვენს მოქალაქეებს, რომ სიტუაციის სრულად დასტაბილურებამდე თავი შეიკავონ თურქეთში მგზავრობისგან.
საქართველო, ამ კონკრეტულ ვითარებაში, დაცულია. ჩვენ, ამ ვითარებასთან მიმართებაში, საგანგებო ზომებს არ ვატარებთ.
რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას და დინამიკას, თუმცა ამასთანავე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორის სტაბილურობა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფალის მიერ მართული. ბუნებრივია, თურქეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და,ამ თვალსაზრისით, თურქეთის სტაბილურობა ჩვენზე აისახება, მაგრამ დარწმუნებული ვართ,რომ ვითარება უახლოეს საათებში განიმუხტება.
რაც შეეხება საზღვარს, ეს არის მყისიერი მოქმედება და ეს არ არის საბოლოო საზღვრების ჩაკეტვა. ეს ხორციელდება მხოლოდ თურქეთის მონაკვეთზე. რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, როგორც კი თურქეთში ვითარება დასტაბილურდება, აღდგება.
კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს რაიმე საფრთხე არ ემუქრება“.
თურქეთში 15 ივლისს სამხედროების ჯგუფმაგადატრიალება სცადა, მათ იერიში მიიტანეს პრეზიდენტის სასახლესა და პარლამენტზე, დაიკავეს ტელევიზიები და სტამბოლში მდებარე ხიდები. თუმცა, ამ დროისათვის სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. თურქეთის პრეზიდენტმა გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად შეაფასა, უკვე დაკავებულია 750–ზე მეტი პირი, ძირითად, სამხედროები. შეტაკებებს სტამბოლსა და ანკარაში 60 ადამიანი ემსხვერპლა, ასეულობით კი დაშავდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები