საქმეში ჩაუხედავი, პოპულისტი - როგორ შეაფასეს მინისტრებმა პრეზიდენტის მოხსენება
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის წევრები, რომლებიც პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი ბოლო საპარლამენტო მოხსენებას ესწრებოდნენ, იმედგაცრუებულები არიან. ამის შესახებ მინისტრებმა მოხსენების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს და პარლამენტი დატოვეს.
გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის მეთაურის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, მეტი ანალიზით.
"ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს გაცილებით უფრო ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. უფრო მეტი უნდა ესაუბრა, მათ შორის, უფრო მეტი გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა გამოეჩინა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, ის ელოდა, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა უფრო ღრმა და ანალიტიკური შინაარსის იქნებოდა:
"მან ისაუბრა ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობასა და პრობლემებზე, რასაც ჩვენ არა თუ უარვყოფთ, არამედ ხელისუფლების ყველა შტო მუშაობს აქტიურად, რომ ქვეყანა წინ წავიდეს ამ მიმართულებაში. მან ისაუბრა ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობასა და დაკნინებაზე, როდესაც მან თვითონ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები".
გიორგი გახარია, შს მინისტრი
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში "პოპულისტურ გამოსვლად" შეაფასა. გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ ის უფრო შინაარსობრივ თემებზე საუბარს ელოდა გიორგი მარგველაშვილისგან:
"ცოტა იმედგაცრუებული ვარ. ველოდი უფრო შინაარსობრივ და ობიექტურ საუბარს არსობრივ პრობლემებზე. უფრო შინაარსობრივს ველოდი, რადგან ამ პრობლემებს ჩვენც ვხედავთ. დისკუსიის არსი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემების მოგვარების გზების ძებნა".
მაია ცქიტიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტის რანგში ბოლო გამოსვლაში გიორგი მარგველაშვილი შეძლებდა, "ამჯერად მაინც წარმოედგინა რეალური შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების".
მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ ბევრ შემთხვევაში პრეზიდენტს არასწორი შეფასებები ჰქონდა.
"სამწუხაროდ, პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ჩვენ მივიღეთ თვითმმართველობის კოდექსი, ჩვენ გავაძლიერეთ სწორედ, რომ თვითმმართველობის არჩევნები. ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ცოტა ხანში შევა ძალაში, უფრო მკაფიოდ განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულებები თვითმმართველობების მიმართ როგორც მათი დაფინანსების, ასევე მათი უფლებების ნაწილში", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი
მიხეილ ჯანელიძეც სხვა მინისტრების მსგავსად პრეზიდენტისგან უფრო სიღრმისეულ ანალიზს ელოდა.
მინისტრის შეფასებით, მისთვის მიუღებელია პრეზიდენტის მიერ გამოთქმული პრეტენზიები.
"ჩვენ ძალიან კოორდინირებულად ვცდილობთ ვიმუშაოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მათ შორის, როდესაც საუბარია თუნდაც კონგრესთან მუშაობაზე, ჩვენი საელჩო აქტიურად იყო ჩართული თუნდაც პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებაში. ამასთან ერთად, სწორედ, რომ ჩვენი საელჩოს, ჩვენი მთავრობის და პარლამენტის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად ჩვენ დაძრული გვაქვს, როგორც საკანონმდებლო აქტის პროცესი, ასევე დამატებითი რეზოლუციის პროცესი ამერიკის კონგრესში", - განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავების ყველა ინიციატივას მიესალმება.
თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გიორგი მარგველაშვილს საქმეში ჩაუხედავი უწოდა. მიდი თქმით, პრეზიდენტს ეჩქარებოდა და პრობლემების მისეული ხედვა დამსწრეებს "სწრაფად მიაყარა".
"არ ისაუბრა არაფერ იმაზე თუ 5 წლის თავზე თავად რა გააკეთა იმისთვის, რომ ნაკლები პრობლემები იყოს, რომელზე მუშაობს მთავრობა. ეს არის ერთი მოქალაქის შეფასება, მინისტრის, რომელსაც ჰქონდა საშუალება მოესმინა სახელმწიფოს მეთაურის 5 წლის მუშაობის შედეგები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება, რომ საგანმანათლებლო სისტემაში მისი მინისტრობის შემდეგ არაფერი შეცვლილა, ყველაზე მძიმე მოსასმენი იყო.
"ამ დროს ვიფიქრე, რომ ჩვენი რომელიმე საუკუნის, რომელიმე დიდი მეფე ან დიდი დედოფალი რომ წამოახედა, ალბათ ის არ იკადრებდა იმის თქმას, რომ მის მერე საქართველოში არაფერი გაკეთებულა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
სოზარ სუბარი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი ამბობს, რომ ის გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ელოდებოდა მისი საქმიანობის შეჯამებას.
სოზარ სუბარის თქმით, აბსოლუტურად არასწორია, როდესაც მარგველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებაზე ლაპარაკობს და ამას უკავშირებს უშიშროების საბჭოს გაუქმებას. არავის არ გაუუქმებია უშიშროების საბჭო, უბრალოდ ახალი კონსტიტუციით ეს იქნება, იქ სადაც მისი ადეკვატური ადგილია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ის ვერანაირად ვერ გაიზიარებს მის შეხედულებას თითქოს ახალმა კონსტიტუციამ გარკვეულ მიმართულებით უკან დასწია კონსტიტუცია.
"პირიქით, ახალი კონსტიტუცია არის გარანტი იმის, რომ დემოკრატია გაძლიერდა ქვეყანაში. პრეზიდენტი არჩევითობა ეს არანაირად არ ეხება დემოკრატიის ხარისხს. მას გზა ხსნილი აქვს თუ ამას გადაწყვეტს. მე მგონი დაახლოებით ცნობილია ვინც იქნებიან მის გვედით, ვინც დადგებიან, ბევრია ეგეთი პარტია,"-განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამავე თემაზე:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები