ცვლილებები ტაქსებისთვის და ტრანზიტებისთვის - საგზაო მოძრაობის ახალი რეგულაციები
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
თბილისის მერიას უკვე შეუძლია ტაქსის ლიცენზირებისა და ტრანზიტული მოძრაობის წესები შემოიღოს. ამის უფლება მას საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით აქვს. კანონი პარლამენტმა დღეს მიიღო.
ცვლილებების მიხედვით, მერია თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს დედაქალაქში ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემისა და გადახდის წესს, ვადას და გაცემის ფასს.
გარდა ამისა, თბილისის მთავრობამ უნდა დაადგინოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ავტობუსები გაჩერდებიან მხოლოდ გაჩერებებზე;
- სატვირთო ავტომობილის და სატრანსპორტო საშუალებით ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის მიწოდებისთვის განსაზღვრული ადგილისა და დროის შესახებ წესი;
- თბილისის მთავრობა გასცემს საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის ნებართვას ან ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილებას ანიჭებს თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს.
ორგანულ კანონში ცვლილებებით ავტომატურად შეიცვალა სხვა რამდენიმე კანონის მუხლებიც.
ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ დედაქალაქის თვითმმართველობა ვალდებული ხდება სადისტრიბუციო მანქანებს დაუდგინოს მოძრაობის ადგილი და დრო.
მათი მოძრაობის სავარაუდო დროდ დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განისაზღვრება საათები.
შეზღუდვა შეეხებად სატვირთო ავტომობილებს, რომლებიც ქალაქში გადაადგილდებიან. სატვირთო ავტომობილების მოძრაობის აკრძალვის სავარაუდო დროდ დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განისაზღვრება 2-2 საათი დილა-საღამოს, პიკის საათებში.
კანონში აღნიშნული ჩანაწერით დედაქალაქის ქუჩებში ეტაპობრივად დარეგულირდება
ავტობუსების მოძრაობა და განისაზღვრება კონკრეტული ლოკაციები, სადაც მგზავრთა
ჩასხდომა-გადმოსხდომისას უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.
წარმოდგენილი პროექტით კანონმდებლობა გამკაცრდება სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვისაც, რომლებიც ჩერდებიან ან დგანან ავტობუსების გაჩერებების ადგილებზე.
კანონის მიხედვით, ახალი რეგულაციების დამრღვევი სატვირთო ავტომობილის მძღოლები დაჯარიმდებიან. კერძოდ, თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევაზე ჯარიმა იზრდება 20 ლარიდან 500 ლარამდე.
კოდექსს ემატება მუხლები, რომლებიც ითვალისწინებენ:
- 100 ლარიან ჯარიმას სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მიერ მოძრაობის
წესის დარღვევაზე; - 100 ლარიან ჯარიმას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მიერ დედაქალაქის
თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის
დარღვევაზე; - 50 ლარიან ჯარიმას დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე
სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერების ან
დგომის წესის დარღვევისას; - 200 ლარიან ჯარიმას მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის განხორციელებაზე
უნებართვოთ ან სანებართვო პირობების დარღვევით.
ცვლილება ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში
ამ დრომდე არსებული კანონი ლიცენზირებისა და ნებართვების გაცემის წესებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით ადგენდა, თუმცა არ ითვალისწინებდა რეგულაციებს ქალაქში, ტაქსების მოძრაობის შესახებ.
პირველ ჯერზე, ტაქსებზე რეგულაციები მხოლოდ თბილისში განხორციელდება. ნებართვების ჩამონათვალს ემატება საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა და შესაბამისი მუხლებით განისაზღვრება აღნიშნული ნებართვის გაცემის წესი.
ამ ნებართვის გაცემისას მოსაკრებლის გადახდა საჭირო არ იქნება.
ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს დაამტკიცებს დედაქალაქის საკრებულო.
ეს კანონი ითვალისწინებს ცვლილებას საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში, რომელსაც დაემატება ტერმინების: მსუბუქი საავტომობილო-ტაქსისა და ტრანზიტული მოძრაობის განმარტებები. დადგინდება თბილისის მერიისა და საკრებულოს უფლებამოსილებები. შესაბამისი ცვლილება შევიდა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონშიც.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები