დავით ჭიჭინაძე მარშის წევრების თავდებზე: მშობლებმა გვთხოვეს ჩავდგომით თავდებში
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის თქმით, ქართული მარშის წევრებისთვის თავდებში ჩადგომა დაკავებული მშობლებმა სთხოვეს. ამის შესახებ მან On.ge-სთან განაცხადა.
"ვფიქრობ, ჯობია საზოგადოებაში ის შთაბეჭდილება არ დარჩეს, რომ ვიღაცა მხოლოდ დასჯაზეა ორიენტირებული. ყველანაირად ვცდილობთ ყველას მივცეთ შანსი, რომ გარეთ იყვნენ, მე ვფიქრობ, ასეთი დანაშაული ნამდვილად არ არის", - ამბობს ჭიჭინაძე.
On.ge-ს კითხვაზე აქვს თუ არა დეპუტატს ინფორმაცია რა დანაშაულზე მიმდინარეობს პროცესი, დეპუტატი პასუხობს:
"მე როგორც ვიცი, რელიგიურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებული რეაქცია ჰქონდათ მაგათ".
დეპუტატს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 19 მარტს რუსთავი 2-თან აქციაზე ჟურნალისტს დავით ერაძეს სცემეს.
"იქ ცემა, როგორც ვიცი, არავინ არ უცემიათ. ვიცი, რომ უბრალოდ იყო დაპირისპირება სიტყვიერი და მანქანა დაზიანდაო, მაგაზე იყონ საუბარი, თორე ცემაზე არ ყოფილა საუბარი", - განაცხადა ჭიჭინაძემ.
როგორც დავით ჭიჭინაძე ამბობს, გადაწყვეტილების მიღებისას საქმეს სრულად არ გაცნობია და მხოლოდ ტელევიზიით მიღებული ინფორმაცია ჰქონდა.
დეპუტატის თქმით, ოჯახის წევრებს მისთვის დეტალები არ გაუცნიათ და წერილობით მიმართეს შუადმგდომლობაზე. მისივე თქმით, ეს ერთი ჩვეულებრივი ფორმაა, როგორც გირაოთი გათავისუფლება და ის არ ითხოვდა მარშის წევრების გამართლებას ან გამტყუნებას:
"მთხოვეს, რომ იყვნენ გარეთ სანამ სასამართლო მიმდინარეობს და მაშინ ვერაფერს ვხედავ ცუდს. მაინც სასამართლოს გადასაწყვეტია დამნაშავედ ცნობს თუ არა".
ქართული მარშის ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი ქართული მარშის დაკავებული წევრების თავდებით გათავისუფლებას ითხოვს.
მარშის წევრებს თავდებში უდგებიან: ქართული ოცნების წევრები გია ჟორჟოლიანი და დავით ჭიჭინაძე, პატრიოტთა ალიანსის წევრები ადა მარშანია და ემზარ კვიციანი. ასევე, თავდებში უდგება თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური.
ქართული მარშის წევრების დაკავება
19 მარტს რუსთავი 2-ის ოფისის ეზოში შენობასთან შეკრებილმა ნეონაცისტური დაჯგუფების, ქართული მარშის წევრებმა, ალყა შემოარტყეს ავტომობილს, რომელშიც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და არხის იურისტი თამთა მურადაშვილი იმყოფებოდნენ. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი გაბუნიას და შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
პატიმრობა შეეფარდათ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ონიანს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს და ბექა რევაზიშვილს. ყველა მათგანს ბრალად ედებათ ხულიგნობა.
ამასთან გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ლუკა ნაცვლიშვილს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები