პრეზერვატივზე ვინმეს გამოსახვა შეურაცხყოფა არაა?
ფოტო: აიისა
ფეისბუქის ერთმა მომხმარებელმა მომწერა "ასეთი კითხვა მაქვს გიორგი. პრეზერვატივზე ვინმეს გამოსახვა და მით უმეტეს წმინდანების, არაა შეურაცხყოფა შენის აზრით?"
ეს კი ჩემი მოკლე პასუხი, რას ვთვლი და რატომ:
1. არის თუ არა თავად პრეზერვატივი უხამსობა?
ჩვენს საზოგადოებაში სექსი და სექსუალური ცხოვრება ჯერ კიდევ როგორც სასირცხვილო და შეურაცხმყოფელი ისე აღიქმება და, მათ შორის, ასეთ შინაარს ვძენთ მასთან დაკავშირებულ საგნებსაც. მაგალითად, სექსი, რომელსაც ძველად "წოლა" ერქვა, დროთა განმავლობაში ჩანაცვლდა სიტყვით "ტყვნა", რაც თავად "აოხრებას" ნიშნავს და ა.შ. გენიტალიების გამოსახატადაც ვიყენებთ სიტყვებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში აღიქმება, როგორც სალანძღავი და პრეზერვატივის (კონდომის) "გაქართულებულმა" სახელმაც (განდონი) შეურაცხმყოფელი მნიშვნელობა შეიძინა. ეს მნიშვნელოვანი საკითხია (გამოწვევაა), რომელიც საზოგადოებამ უნდა დაძლიოს და ამას განათლება და დრო სჭირდება. დამეთანხმებით, რომ პრეზერვატივის საწინააღმდეგო ზოგადად ნორმალურ ადამიანს არაფერი შეიძლება ჰქონდეს.
2. არის თუ არა მასზე ვინმეს დახატვა შეურაცხყოფა?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია თავად შეურაცხყოფის კატეგორია განვსაზღვროთ. შეურაცხყოფას, შესაძლოა, ვაყენებდეთ სხვა ადამიანს და მას პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას ვულახავდეთ. პატივი საზოგადოების მიერ პიროვნების აღქმაა, ღირსება ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების, ხოლო საქმიანი რეპუტაცია პროფესიული ან კომერციული რეპუტაციაა.
სამართალმა სწორედ ეს 3 კატეგორია განსაზღვრა, როგორც "სიტყვისგან" დაცული სიკეთე. შესაბამისად, თუ შეურაცხყოფის შინაარსში ამ სამეულს განვიხილავთ, შესაძლოა, ადამიანმა (კერძო პირმა) შეურაცმყოფელად აღიქვას პრეზერვატივზე მისი გამოსახვა, თუმცა როგორ შეხედავს ამას სასამართლო და სამართალი სხვაა. კანონისთვის პრეზერვატივი ვერ იქნება სალანძღავი ნივთი და სასამართლო სწორედ კანონით უნდა ხელმძღვანელობდეს გადაწყვეტილების მიღებისას. და ამავდროულად, კერძო პირის (და არა საჯარო პირის, მას მეტი თმენის ვალდებულება აქვს) ფოტოს გამოსახვა ნებისმიერ ნივთზე მისი თანხმობის გარეშე მას აძლევს საფუძველს მოითხოვოს მისი ფოტოს მოხსნა და ზიანის ანაზღაურება.
3. არის თუ არა შეურაცხყოფა პრეზერვატივზე წმინდანის გამოსახვა?
ადამიანებს განსხვავებული წარმოდგენები და შეხედულებები გვაქვს სამყაროზე, მის წარმოშობაზე, შემოქმედზე, რელიგიასა და ა.შ. არიან ადამიანები, რომლებსაც სამყაროს წარმოშობის შესახებ დიდი აფეთქების თეორიის სჯერა და არიან ადამიანები, რომლებსაც ძველი აღთქმის. ქრისტე ადამიანთა ნაწილისთვის ძე ღმერთია და ნაწილისთვის გამოგონილი პერსონაჟი. ასეა წმინდანებიც. მორწმუნე ადამიანებისთვის ილია ჭავჭავაძე წმინდანია და ათეისტისთვის კარგი მწერალი და დიდებული საზოგადო მოღვაწე.
შესაბამისად, სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი რომელიმე რელიგია ჭეშმარიტად გამოაცხადოს და რომელიმე მცდარად, რომელიმე აზრი მორალურად გამართლებულად და რომელიმე ამორალურად, რადგან თავად სახელმწიფოა განსხვავებული ადამიანების ერთობა. ის თუ ვინმე მუსლიმს უმტკიცებს, რომ მუჰამედი საერთოდ არ არსებულა, არ ნიშნავს, რომ მას ამის უფლება უნდა წავართვათ, რადგან ეს მუსლიმს არ მოეწონება. ან თუ მხატვარი გადაწყვეტს მუჰამედი დახატოს ავკრძალოთ, რადგან ისლამი კრძალავს მის გამოსახვას. რადგან მას, ვისაც ისლამი არ სწამს, ვერ მოვთხოვთ ისლამის დოგმებით იცხოვროს. ასევეა ქრისტიანულ წმინდანებზეც. ვიღაცისთვის თამარი დიდი მეფეა, ვიღაცისთვის სატრფო, ვიღაცისთვის წმინდანი და ვიღაცისთვის სექსუალური ქალი. და ჩვენ მოგვწონს თუ არა ეს, მას აქვს ამის უფლება ასე იფიქროს. და ეს ფიქრი არამარტო სახლში ფიქრს გულისხმობს, არამედ გამოხატვასაც და ჩვენ ვალდებული ვართ ეს ავიტანოთ, რადგან ჩვენც გვიტანენ სხვები.
არავინ უარჰყოფს, რომ ადამიანები ღიზიანდებიან მსგავს გამოხატვაზე, მაგრამ ეს არის არა მათი პიროვნების შეურაცხყოფა (მისი პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის), არამედ ადამიანის წარმოდგენებსა და შეხედულებებზე მწვავე სარკაზმი, დაცინვა ან კრიტიკა. და ადამიანებს აღიზიანებთ, როცა მისი მოსაზრებებისგან განსხვავებულად და გამაღიზიანებლად ფიქრობენ სხვები. ამიტომ, როცა ადამიანები წმინდანებსა და ღმერთს იცავენ, ისინი სინამდვილეში მათ წარმოდგენებს იცავენ ღმერთის შესახებ და ღმერთის სახელით, თორე ღმერთს ჩვენგან დაცვა არაფერში სჭირდება და არც უთხოვია რომელიმე ჩვენგანისთვის სხვებისგან დამიცავითო.
აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტე სწორედ იმიტომ აცვეს ჯვარს, რომ მაშინდელმა საზოგადოების ნაწილმა მისი სიტყვის თავისუფლება ვერ აიტანა, რომელიც იმისგან განსხვავდებოდა, რაც ხალხს სწამდა. ის ღვთის გმობაში დაადანაშაულეს და ჯვარს აცვეს. ასე მოექცნენ სოკრატესაც (სიკვდილი მიუსაჯეს), როცა ოლიმპოს ღმერთები უარყო და ასე დაწვეს კოცონზე ჯორდანო ბრუნოც, რადგანაც ამტკიცებდა, რომ ეკლესია ცდებოდა და სამყაროს ცენტრი არა დედამიწა, არამედ მზე იყო.
ტექსტი პირველად გამოქვეყნდა გიორგი მშვენიერაძის ფეისბუქზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები