14 წლამდე მოზარდთა დანაშაულის წინააღმდეგ რეფერირების ცენტრის შექმნა იგეგმება
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 14 წლამდე მოზარდთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისათვის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი შეიქმნება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, 10 მაისს 14 წლამდე პირთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისათვის სპეციალური კონცეფცია წარადგინა.
კონცეფციის თანახმად, დანაშაულში მონაწილე 14 წლამდე ასაკის ბავშვების გადამისამართებას მაკოორდინირებელი ორგანო განახორციელებს სხვადასხვა სარეაბილიტაციო, კულტურულ, სპორტულ და სხვა მსგავს პროგრამებსა და სერვისებში.
მოქმედი კანონმდებლობით, ამ ასაკის მოზარდთა დანაშაულზე გამოძიება წყდება, რადგან 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ამასთან, არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც მას განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებასა და რესოციალიზაციაში დაეხმარება.
სამუშაო ჯგუფის კონცეფციის თანახმად, არასრულწლოვანთა რეფერირებით განისაზღვრება თითოეული მონაწილე ორგანოს, უწყების თუ ორგანიზაციის როლი.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული კონცეფცია შემდეგ პუნქტებს მოიცავს:
- არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი საჯარო და კერძო სკოლებისაგან მიიღებს ინფორმაციას ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლეების შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროსაგან კი - მიუსაფარი ბავშვების შესახებ;
- ცენტრისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ექნება ყველა იმ უწყებას, რომლებიც არასრულწლოვნებთან მუშაობენ, მათ შორის, შსს-ს, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მუნიციპალიტეტს და სხვ. უწყებები პრობლემური ქცევის ბავშვებს რეფერირების ცენტრში გადაამისამართებენ;
- ცენტრის თანამშრომლები ინდივიდუალურად შეაფასებენ თითოეულ არასრულწლოვანს და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, სოციალურ მუშაკთან გასაუბრებით დაადგენენ, რა არის არასრულწლოვნის რთული ქცევის მიზეზი და როგორ უნდა აღმოიფხვრას ის.
- რეფერირების ცენტრის თანამშრომლის მიერ განსაზღვრულ სარეაბილიტაციო პროგრამებში/სერვისებში არასრულწლოვნის მონაწილეობა სავალდებულო იქნება;
- ცენტრი რეგულარულად განახორციელებს კონკრეტულ პროგრამებში ჩაბმული არასრულწლოვნის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგს და ეფექტიანობის შეფასებას.
- გამოვლენილი ხარვეზებისა და გამოწვევების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილი უნდა იყოს, კორექტივები შეიტანოს არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებულ პროგრამასა თუ სერვისში ან ჩაანაცვლოს ის სხვა პროგრამით/სერვისით;
- ცენტრი წარმართავს ბავშვთა რესოციალიზაციის პროგრამას, შექმნის პრობლემური ქცევის მქონე 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა ერთიან ბაზას, შეიმუშავებს მექანიზმებს მათი დროული იდენტიფიცირებისათვის.
ამავე თემაზე:
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები