პლუტონს შესაძლოა პლანეტის სტატუსი დაუბრუნონ
ფოტო: Rick and Morty
დისკუსია თემაზე, არის თუ არა პლუტონი პლანეტა, ჯერ კიდევ არ დასრულებულა და შესაძლებელია, რომ მან პლანეტის სტატუსი დაიბრუნოს.
2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა გაერთიანებამ (International Astronomical Union) პლუტონი "ჩამოალაბორანტა" და მას ჯუჯა პლანეტის სტატუსი მიანიჭა. მათი აზრით, პლუტონი არ აკმაყოფილებდა ნამდვილი პლანეტის ყველა კატეგორიას. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პლუტონის ერთგული მხარდამჭერები (მაგალითად, ჯერი სმიტი) და ბევრი ასტროფიზიკოსი იბრძოდა პლუტონისათვის თავდაპირველი სტატუსის დაბრუნებისათვის.
მეცნიერებმა, ალან სტერნმა და დევიდ გრინსპუნმა, გამოაქვეყნეს სტატია, რათა პლუტონს დაუბრუნონ ყოფილი დიდება თუ არა, პლანეტის სტატუსი მაინც.
2006 წელს IAU-მ შემოიღო სამი კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ციური სხეული იმისათვის, რომ მას პლანეტის სტატუსი მიენიჭოს. პირველ რიგში, ციური სხეული მზის გარშემო უნდა მოძრაობდეს, მეორე - მას უნდა ჰქონდეს საკმარისი გრავიტაციული ძალა იმისათვის, რომ თავი "დაიმრგვალოს" და მესამე - მის გარშემო სივრცე სხვა ციური სხეულებისგან თავისუფალი უნდა იყოს. პლუტონი მისი მსგავსი ყინულოვანი ობიექტებითაა გარშემორტყმული, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს მესამე კრიტერიუმს და სწორედ ამიტომ არ ითვლება ნამდვილ პლანეტად.
სტერნისა და გრინსპუნის აზრით, თუ ჩვენ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ, შესაძლოა დედამიწაც კი არ ჩავთვალოთ პლანეტად, ვინაიდან მის ორბიტასთან ბევრი ასტეროიდია. მათი აზრით, სიტყვა "პლანეტა" უნდა გამოვიყენოთ ობიექტის გეოფიზიკური და არა ორბიტალური თვისებების მიხედვით.
"სიტყვა პლანეტას ჩვენ ვიყენებთ კონკრეტული თვისებების მქონე სამყაროების აღსაწერად. როდესაც განვიხილავთ პლუტონს, რომელსაც ბევრი ნაცნობი მახასიათებელი აქვს, მაგალითად, ყინულოვანი მთები, აზოტოვანი მყინვარები, ცისფერი ცა და სმოგის ფენები, ჩვენ ბუნებრივად მიგვაჩნია მისი პლანეტად მოხსენიება" - წერენ სტერნი და გრინსპუნი. მათი ერთ-ერთი არგუმენტია, რომ IAU ძირითადად შავი ხვრელებისა და გალაქტიკების შემსწავლელი ასტრონომებისგან შედგება, რომლებიც პლანეტარული მეცნიერებების ექსპერტები არ არიან და, შესაბამისად, პლანეტის კრიტერიუმების განსაზღვრა მათი კომპეტენციის საზღვრებს სცდება.
გადაცემაში "ღამის შოუ სტეფან კოლბერტთან ერთად" ფიზიკის როკვარსკვლავი ნილ დეგრას ტაისონიც კი აღნიშნავდა, რომ პლუტონი არაა პლანეტა, ვინაიდან, მისი ორბიტა ზოგჯერ კვეთს ნეპტუნის ორბიტას, რაც წესიერ პლანეტას არ შეეფერება.
ერთი რამ ცხადია - პლუტონის პლანეტობის საკითხზე დავა ჯერ ნამდვილად არ დასრულებულა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები