მიშა მშვილდაძე

13 May. 2018, 23:51

მეგობრებო, მე წარმოვადგენ მოძრაობას "ორი ივნისი" და რომელიც თავის დროზე შეიქმნა ერთი მისიით: ჩვენ გვინდოდა მარიხუანას ლეგალიზაცია. დაახლოებით საათ-ნახევრის წინ ბერა ივანიშვილმა დადო ტრეკი "Legalize" და ყველა, ვინც ვიცით, ამ ქვეყანაში რა როგორ იმართება, ვხვდებით, რომ ეს ტყუილად არ ხდება და ალბათ, მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდება. თითქოს, ჩემი ეს ამოცანა შესრულებული უნდა იყოს და კმაყოფილებას ვგრძნობდე, რომ რამდენიმე წლის წინ რისთვისაც დავიწყეთ ბრძოლა, მიდის ლოგიკურ დასასრულამდე. მაგრამ საშინელება არის ის განცდა, რაც ახლავს ამ ყველაფერს. საშინელება არის განცდა იმის, რომ დღეს ვნახეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა იმ ადამიანის გამოსვლას, რომელიც აცნობიერებს რა ხდება ქვეყანაში და რეალურად წარმოადგენს რაიმე ძალაუფლებას. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ახლა ყველაზე მეტად ვგრძნობ თავს მანიპულაციის მსხვერპლად. რა, არ იცოდნენ რომ ბასიანში ავტომატით შევარდნა ამას გამოიწვევდა?! 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…