მერაბიშვილი: მეტი ყურადღება უნდა მიმექცია ობიექტური კრიტიკისთვის
ფოტო: Reuters
ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, თავის ფეისბუკ გვერდზე წერილს აქვეყნებს, სადაც სტრასბურგის სასამართლო მოვლენებს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და "დაშვებულ შეცდომებს" განიხილავს.
როგორც მერაბიშვილი წერს, ბოლო ორი წელია მას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, რადგან ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა.
სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის შესახებ
"მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, დაემორჩილოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოიქცეს ისე, როგორც სხვა ქვეყნები მოიქცნენ 18-ე მუხლის წაგების შემდეგ, ანუ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სტრასბურგის მიერ აღიარებული პოლიტპატიმარი, მე ცოტა ხანში მაინც დავტოვებ საპყრობილეს", - წერს ვანო მერაბიშვილი და ამატებს რომ რაც უფრო გვიან მოხდება ეს, მით მეტი ზიანი მიადგება ქვეყნის იმიჯს ცივილიზებულ სამყაროში.
მერაბიშვილის თქმით, მე-18 მუხლის გასაჩივრება სტრასბურგის სასამართლოში მისთვის ძალიან სარისკო იყო:
"მე არ მიყოყმანია, რადგან ჩემთვის მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილება იყო მისაღები. მე ან გავიმარჯვებდი და ამით ყველა შეკითხვაზე მექნებოდა პასუხი გაცემული, ან წავაგებდი და მარცხს შევეგუებოდი".
საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ
მერაბიშვილის თქმით, დღეს საერთაშორისო მოვლენები საქართველოსთვის ძალიან მომგებიანად ვითარდება:
"რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ კიდევ უფრო აქტიური გახადა დასავლეთი რუსეთის აგრესიის შეკავების მიმართულებით. პარალელურად ამ პროცესმა დააჩქარა საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და იმედია უახლოეს მომავალში ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის საშუალებაზეც იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ასევე სახეზეა ნატო-ს კიდევ უფრო გააქტიურება".
ოქტომბრის არჩევნების შესახებ
მერაბიშვილი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერცერთი პარტია შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას და მხოლოდ კოალიციური ხელისუფლება იქნება შესაძლებელი.
მისივე თქმით, დღეს პოლიტიკური პარტიების ლანდშაფტი სამ თანაბარ ჯგუფადაა დაყოფილი:
"ყველა დამოუკიდებელი და ავტორიტეტული კვლევა აჩვენებს, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას თანაბარი პოზიციები აქვს, ხოლო სხვა დანარჩენი პარტიების რეიტინგების ჯამი, ორი ლიდერის მაჩვენებლების ტოლია. არსებული რეიტინგები და წარსული გამოცდილება საშუალებას მაძლევს თამამად განვაცხადო, რომ მეორე ტურში თითქმის ყველგან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ან ქართული ოცნების კანდიდატები იქნებიან. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი პარტია შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას და მიმაჩნია, რომ ეს პარტია გარანტირებულად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იქნება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უნიკალური მოვლენაა თანამედროვე ქართულ ისტორიაში. ამ მოვლენის მთავარი შემოქმედი, რა თქმა უნდა, მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია", - წერს ვანო მერაბიშვილი.
"მე მისი მეგობარი ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები და კმაყოფილი ვარ, რომ მასთან ერთად ბევრი შრომა და გამარჯვება მომიწია".
მერაბიშვილი წერს ნაციონალური მოძრაობის "გამარჯვებასა და მარცხს" იხსენებს:
"2003-2012 წლების უნიკალურმა რეფორმებმა საქართველო "არშემდგარი სახელმწიფოდან" მოწინავე რეფორმატორ ქვეყანად აქცია. 2012 წლის შემდეგ, პარტიის ძირითადი ჯგუფი პირადი შურისძიებისა და დევნის ობიექტი გახდა."
ანგარიშსწორების საფრთხის შესახებ
მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის სახელით აცხადებს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისა და ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, არავის მიმართ არ ექნება ადგილი ანგარიშსწორებას:
"პირადად არც ერთი ადამიანის მიმართ არ გამაჩნია მტრობის და მით უმეტეს შურისძიების განცდა. უფრო მეტიც, ის ადამიანები, რომლებმაც პირადად მიიღეს ჩემი მეგობრების, პარტიის აქტივისტების, პატრიოტი და თავდადებული პოლიციელების და სხვათა წინააღმდეგ განხორციელებულ მოქმედებებში მონაწილეობა, ჩემში მხოლოდ შეცოდების გრძნობას იწვევენ. თუნდაც იმით, რომ ასეთ უღირს საქმიანობაში მოუწიათ მონაწილეობის მიღება, ისინი უკვე საკმარისზე მეტად არიან მორალურად „დასჯილები“. მინდა ვუსურვო მათ, რომ საკუთარ თავში იპოვონ ძალა და ქვეყნის განვითარებაში ღირსეული როლი იტვირთონ"
პოლიციის რეფორმის შესახებ
მერაბიშვილი პოლიციის რეფორმის შესახებ წერს, რომ არაპოპულარული სახელმწიფო ინსტიტუტიდან, პოლიცია იქცა ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ორგანოდ.
"ქართული პოლიციის რეფორმა უნიკალურ და სამაგალითოდ იქცა. დღეს უკვე ბევრი სხვა ქვეყანა საკუთარ რეფორმებში ჩვენს გამოცდილებას იყენებს".
მერაბიშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ბევრი ღირსეული პოლიციელი ჩამოცილდა რეფორმების პროცესს:
"დღევანდელ პოლიციელებს არ აქვთ განცდა, რომ ხელისუფლებისთვის რეფორმა პრიორიტეტულია. ვერ გრძნობენ ხელისუფლებისგან თანადგომას, ვერც მორალური და ვერც მატერიალური სახით. პოლიციელებს აქვთ განცდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება პოლიციას განიხილავს როგორც ბრძოლაში მოგებულ ნადავლს. პოლიციის რეფორმების შემოქმედებსა და მონაწილეებს, მათ მიმართ დაუფასებლობის განცდა აქვთ".
დაშვებული შეცდომების შესახებ
"დაშვებული შეცდომების ჩამოთვლას და მათ შეფასებას რამდენიმე გვერდი დასჭირდება. უფრო მეტიც, ჩემი საქმიანობის უფრო მეტი ნაწილი სწორედ შეცდომები იყო, რადგან რასაც მე ვაკეთებდი ეს ყველაფერი სიახლე იყო და არ არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, მაგალითები და გამოცდილება, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა მიმეღო გადაწყვეტილებები.
ჩემი საქმიანობა უფრო კონსტრუქტორის საქმიანობას ჰგავდა, ვიდრე ხელოსნის, რომელსაც მზა ნახაზები და თვალსაჩინო მაკეტი აქვს. როცა ახალს აკეთებ, წინასწარ ყველაფრის გათვლა შეუძლებელია. ვიღაცა ყოველთვის პირველად იწყებს, რათა შემდეგ მისი გამოცდილება სხვისთვის მაგალითი იყოს. მე ვიცოდი, რომ ყველა სიახლე კრიტიკის ობიექტი ხდება. ეს არჩევანი შეგნებულად გავაკეთე და ერთი წუთითაც არ ვთვლი, რომ სხვა გზა უნდა ამერჩია. არსებობს გამოთქმა, რომ ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს.
მე არ მქონია ამ ფუფუნების საშუალება, რომ სხვის შეცდომებზე მესწავლა, რადგან არ მქონდა მსგავსი გამოცდილების მაგალითი და სწორედ საკუთარ შეცდომებზე სწავლა მიწევდა.
მიუხედავად ამისა, არ მქონდა უფლება ჩემი შეცდომებით საფრთხის წინაშე დამეყენებინა ჩვენი წინსვლა და ქვეყნის განვითარება.
ვთვლი, რომ უფრო მეტი მომეთხოვებოდა და მეტის გაკეთების საშუალება მქონდა. მეტი ყურადღება უნდა მიმექცია საზოგადოების მხრიდან ობიექტური კრიტიკისთვის. ბევრი ჩვენი კრიტიკოსი არ იყო რუსული პროპაგანდის ან კრიმინალური სამყაროს ინტერესების წარმომადგენელი. მათი დიდი ნაწილი საქართველოს პატრიოტი იყო და მათაც ჩვენსავით უნდოდათ განვითარებული და დემოკრატიული საქართველოს შენება. მათი კრიტიკის გათვალისწინება, მათთან აქტიური თანამშრომლობა, ჩვენი საერთო საქმის და ქვეყნის შემდგომ განვითარებას შეუწყობდა ხელს.
დღევანდელი ხელისუფლების რამდენიმეწლიანმა საქმიანობამ დიდი გაკვეთილი მომცა. ზუსტად ვიცი, რომ რასაც ისინი აკეთებენ, მსგავსი არავინ არასოდეს უნდა გააკეთოს და შესაბამისად არც მე ვაპირებ ჩემი და მათი შეცდომების გამეორებას.
დღეს საზოგადოებას აქვს საშუალება, როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური გამოცდილების შეფასების. დარწმუნებული ვარ საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს".
ვანო მერაბიშვილის წერილის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები