გიორგი კვირიკაშვილი

15 May. 2018, 20:14

ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები. ამიტომ, ცვლილება რომ საჭიროა, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ მომხმარებლისადმი ჰუმანურმა მიდგომებმა ბევრ ქვეყანაში გაამართლა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ ნარკოტიკის პოპულარიზაციაში, ეს ყოვლად მიუღებელია, ხოლო ნარკოტიკების გამსაღებლებისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ.

მე იმედი მაქვს, რომ რაღაც ტიპის კონსენსუსი იქნება მიღწევადი. დიდი იმედი მაქვს, რომ შევჯერდებით. გუნდში მიდის ამ საკითხის ძალიან აქტიური განხილვა და, რა თქმა უნდა, ის რაც დღეს დავაანონსეთ - აქტიური ცხოვრების წესის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა - არ არის მხოლოდ განცხადება, თემის პოპულარიზაციის მიზნით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გათვალისწინებული, თავისი კონკრეტული დაფინანსებით, თუ ძალიან მოკლე პერიოდში როგორ უნდა განვახორციელოთ ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურის, კონკრეტულად - სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალი ობიექტების დამატება. ჩვენ მასობრივი და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ჩვენი მოსახლეობისთვის სპორტული ობიექტები, ჯანსაღი ცხოვრების წესი.

მე უნდა ვეცადო, რომ მივაღწიოთ ისეთ მოდელს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ქვეყნისთვის იქნება მისაღები და ნარკოტიკების მოხმარებას შეამცირებს, სახელმწიფოს უხეშ დამოკიდებულებას ნარკომანებთან მიმართებაში შეარბილებს და ამავე დროს, შეურიგებელ ბრძოლას გამოუცხადებს ნარკოტიკებით ვაჭრობას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…