TI: 2014 წლის შემდეგ, მუნიციპალიტეტებში ხელფასებზე 4 მილიონი ლარით მეტს ხარჯავენ
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ რეგიონებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყნის ყველა რეგიონში მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რაოდენობა გაიზარდა. ასევე, მკვეთრად გაიზარდა იქ დასაქმებულ პირთა რაოდენობაც და მათი შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯიც.
TI-ის განცხადებით, მუნიციპალიტეტებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, დადგინდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო (2014 წლის) არჩევნების შემდეგ:
- მუნიციპალურ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 232 პირით (36540-დან 44772-მდე) გაიზარდა;
- შეიცვალა შრომის ანაზღაურების მოცულობა - 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ა(ა)იპებში დასაქმებულთა ხელფასებზე მუნიციპალიტეტები ჯამში 4 245 152 ლარით მეტს ხარჯავენ, ვიდრე 2014 წლის არჩევნებამდე. შესაბამისად, ანალოგიური წლიური დანახარჯი 50 941 831,2 ლარით გაიზარდა;
- თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალური ა(ა)იპების რაოდენობა ყველაზე დიდი რაოდენობით (29 ერთეულით) დაფუძნდა რაჭა-ლეჩხუმში. იგი ერთადერთი რეგიონია, სადაც მსგავსი პირების რაოდენობა შემცირდა ( შიდა ქართლია - ცალკე ა(ა)იპად დარეგისტრირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ერთ იურიდიულ პირში გაერთიანდნენ), თუმცა ამას დასაქმებულთა რაოდენობა არ შეუმცირებია, პირიქით, სხვა რეგიონების მსგავსად, მათი რაოდენობა შიდა ქართლშიც გაიზარდა;
- ყველაზე მეტად ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა იმერეთის მუნიციპალიტეტებში (1713 ერთეულით) და გურიაში (984 ერთეულით) გაიზარდა;
- ზრდის ყველაზე მცირე მაჩვენებელი კი სამცხე-ჯახავეთსა (347 ერთეულით) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში (408 ერთეულით) აღინიშნა;
- ზოგიერთ შემთხვევაში, თვითმმართველ ქალაქსა და თემში დაფუძნებული ა(ა)იპისა და საქალაქო სამსახურების ფუნქციები ერთმანეთს ემთხვევა (ფოთი, მესტია, ონი, ცაგერი), რაც აბსოლუტურად მიუღებელია და იწვევს მუნიციპალური მწირი რესურსების არაეფექტიან ხარჯვას;
TI - საქართველოს განმარტებით, მუნიციპალიტეტების გარკვეულ ნაწილში სახელოვნებო და სასპორტო მიმართულების ორგანიზაციები (სპორტულ სახეობათა, ხელოვნების ამა თუ იმ დარგის შემსწავლელი სკოლები) ცალ-ცალკე ა(ა)იპებად არიან დარეგისტრირებულები, რაც ასევე მნიშვნელოვნად ზრდის მუნიციპალურ საბიუჯეტო დანახარჯებს.
მათივე თქმით, პრობლემური აღმოჩნდა მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის დროული და სრულყოფილი სახით მიღება. ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კანონით გათვალისწინებული ვადა დაარღვიეს, გამოგზავნილი საჯარო ინფორმაცია კი არასრულყოფილი და არასისტემატიზირებული აღმოჩნდა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები