როგორ ზრუნავენ სტუმრების უსაფრთხოებაზე მსოფლიოს ცნობილი ფესტივალები
ფოტო: John Twells
მუსიკალური ფესტივალები თანამედროვე ახალგაზრდების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობია, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან ხოლმე. როგორც წესი, ფესტივალები რამდენიმე დღის განმავლობაში ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში სტუმრები ადგილიდან ფეხს არ იცვლიან. შესაბამისად, მათ შესაძლოა დასჭირდეთ სამედიცინო ან სხვა ტიპის დახმარება, რომელიც საფესტივალი ტერიტორიაზეა უზრუნველყოფილი.
მსოფლიოს ყველა წამყვან ფესტივალზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადა, რომელიც სტუმრების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი Coachella თავის სტუმრებზე მაქსიმალურად ზრუნავს. ფესტივალის ორგანიზატორები აქტიურად თანამშრომლობენ ორგანიზაცია EmCare-თან, რომლებიც რეივერებს სხვადასხვა ტიპის დახმარებებს უწევენ.
ცხადია, ფესტივალებზე ადამიანები ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში არიან, რაც მათი ინტოქსიკაციისა და სხვა ტიპის საფრთხეებს ზრდის. EmCare რეივერების, ანუ ფესტივალზე გასართობად მისული ადამიანების დასახმარებლად არაერთ ღონისძიებას ატარებს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე სპეციალური კარვებია მობილიზებული, სადაც მედიკოსები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ. სხვადასხვა სიმპტომებით, ნებისმიერ რეივერს შეუძლია მიმართოს მათ დახმარების თხოვნით და მედიკოსები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათი ჯამრთელობა გაუმჯობესდეს.
EmCare-ის ერთ-ერთი ექიმი ყვება, რომ ფესტივალზე ხშირად უწევს შეხება ალკოჰოლით მოწამლულ ადამიანებთან. ასევე მათთან, ვინც ნარკოტიკული საშუალებების მიღების გამო თავი ცუდად იგრძნო. მისი თქმით, დიდია იმ ადამიანების რაოდენობაც, ვინც ღია ცის ქვეშ ყოფნის გამო ვირუსდება. EmCare-ის ექიმები, სიმპტომების მიხედვით, რეივერებს გადასხმებს უკეთებენ, აძლევენ შესაბამის მედიკამენტებს და დასვენების საშუალებას აძლევენ.
იმისთვის, რომ რეივერებს არ გაუჭირდეთ მედიკოსების პოვნა, EmCare-ის ექიმები მონაცვლეობით და ორგანიზებულად მოძრაობენ ფესტივალის ტერიტორიაზე, რათა დარწმუნდნენ, რომ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მსგავსი სიტუაციაა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ფესტივალებზე, როგორიცაა ამსტერდამის Open Air, Lollapalooza Paris, Tomorrowland და სხვ. ასეთი ღონისძიებების გატარება აუცილებელია იმისთვის, რომ ფესტივალზე მყოფი ადამიანების სიცოცხლე ფატალურად არ დასრულდეს.
ზოგიერთ მუსიკალურ ფესტივალზე მიღებული პრაქტიკაა ასევე კარვების გაშლა, სადაც სტუმრებს საკუთარი ნარკოტიკის მიტანა და იმაში დარწმუნება შეუძლიათ, რომ მასში მავნე მინარევები არაა. მათ ასევე ეხმარებიან დოზების დადგენაში.
მსგავსი პრაქტიკა ინერგება საქართველოშიც. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქართული ფესტივალი 4GB, რომელიც 18 მაისს იწყება, "რეივერებზე ზრუნვის" კამპანიას იწყებს. ამის შესახებ ფესტივალის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი იტყობინება. 4GB-ის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა, სპეციალური საინფორმაციო კარავი და ადამიანები, რომლებიც ტერიტორიაზე ივლიან სპეციალური ნიშნით "რეივერებზე ზრუნვა".
განცხადებაშია ნათქვამია:
- ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება სპეციალური კარავი, სადაც შეგეძლებათ მიიღოთ საინფორმაციო ბროშურები, კვალიფიციური ადამიანების რჩევები.
- ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. სხვა სასწრაფო დახმარების ბრიგადებთან ერთად მობილიზებული იქნება ევექსის სასწრაფო დახმარების, სრულად ეკიპირებული ეკიპაჟი.
- ფესტივალის ტერიტორიაზე მუდმივად ივლიან "რეივერებზე ზრუნვა" ნიშნიანი და პროექტ “მანდალას” ფარგლებში სპეციალურად დატრეინინგებული ახალგაზრდები, რათა საფრთხის შემთხვევაში დროულად მოვახდინოთ საჭირო რეაგირება.
"ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ვიზრუნოთ თქვენზე, თუმცა პირველ რიგში გთხოვთ თითოეულმა თქვენგანმა იზრუნოთ და გაუფრთხილდეთ თქვენს თავს, თქვენს მეგობრებს და თითოეულ ადამიანს ფესტივალზე. თუ თქვენს გარშემო შეამჩნევთ ზედოზირების ნიშნებს დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, მიმართეთ “რეივერბზე ზრუნვა” ნიშნიან ადამიანებს ან მოგვმართეთ ფესტივალის ტერიტორიაზე არსებულ კარავში", - წერია განცხადებაში
აღნიშნული პროექტი ხორციელდებდა ორგანიზაცია ''მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის'' მხარდაჭერით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები