როგორ ეხმაურებიან დეპუტატები 17 მაისს დაგეგმილი ანტიჰომოფობიური აქციის გაუქმებას
ფოტო: Getty Images
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ანტიჰომოფობიური აქციის გაუქმებას არაერთგვაროვნად აფასებენ. დეპუტატების ნაწილი მიესალმება აქციის გაუქმებას, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ლგბტ ჯგუფის წევრებს ვერ იცავს ძალადობისგან.
ქართული ოცნების წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ერთი დაპირისპირებული ჯგუფის აქტივობა მეორის წამახალისებელია და პირიქით. ის მიესალმება აქციების გაუქმებას და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით იყო მიღებული.
"როცა ერთიც და მეორეც [ჯგუფები] მოერიდა დაპირისპირებული ძალების პროვოცირებას, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქართული დემოკრატიის კულტურა იზრდება",- აცხადებს ქუცნაშვილი.
ამავე პარტიის წევრი, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავასა ამბობს, რომ შსს-მ და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აქციების დროს ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.
"იმ შემთხვევაშიც, თუკი დღეს დადგებოდა დღის წესრიგში ასეთი აქციის ჩატარება, გაკეთდებოდა ყველაფერი იმისთვის, რომ ძალადობა არ ყოფილიყო დაშვებული", - ამბობს ხულორდავა.
საკითხის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიის წევრი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის განცხადება ნებისმიერი ჯგუფის ძალადობისგან დაცვის შესახებ დაცინვაა.
"ის, რომ პოლიციის კორდონით იქნება მოძალადეებისგან დაცული მეორე მხარე, არაფერს ნიშნავს",- აცხადებს დეპუტატი.
ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, ოთარ კახიძე კი ამბობს, რომ ლგბტ საზოგადოებას არ აქვს განცდა, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება და შსს ვალდებულია, მათი უფლებების სრულფასოვანი რეალიზაცია უზრუნველყოს.
თანასწორობის მოძრაობამ გუშინ, 16 მაისს, დაანონსებული აქცია გააუქმა. მოძრაობაში აცხადებდნენ, რომ მიზეზი აქციაზე მყოფთა უსაფრთხოება იყო. მოგვიანებით, ქართულმა მარშმაც უარი თქვა მსვლელობაზე. სანდრო ბრეგაძის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაიგეს, რომ თანასწორობის მოძრაობის დაანონსებული აქცია აღარ გაიმართებოდა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები