ლევან სუთიძე

17 May. 2018, 20:13

თქვენო უწმინდესობავ, აღსაყრდით რა საპატრიარქო ტაქტზე 40 წლის წინ, თქვენ დააამშვენეთ საქართველოს ეკლესია დიდი ტაძრებით და გაავსეთ ისინი მრევლით, შესძინეთ მას ძალაუფლება და სიმდიდრე მაგრამ მიმოიხედეთ - ნელა მაგრამ თქვენი ტაძრები ცარიელდება.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ეკლესიები მაღალია, თქვენი სახელი კი დიდი დიდია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ისტორია თქვენზე დიდია, თავისუფლება თქვენზე დიდია. სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენზე დიდია.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მაძღარი მღვდლები დიდხანს ვეღარ შეძლებენ მშიერი ხალხის მოტყუებას რადგან თქვენს მხარეს არ არის სიმართლე.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ იქცევით არა როგორც მამა, არამედ როგორც ბოროტი მამინაცვალი.

თქვენო უწმინდესობავ შესანიშნავად მოგეხსენებათ, რომ ლგბტ ქვიარ მოქალაქეები კი არ არიან წარმოადგენენ ამ ქვეყანაში საფრთხეს, არამედ ისინი არიან საფრთხეში. თქვენ ჩააგდეთ ისინი საფრთხეში. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…