გია ვოლსკი

18 May. 2018, 14:28

ქართული მარში მარტო იმ ადამიანებს არ აერთიანებს, რომლებსაც მეორე ჯგუფის მიმართ რადიკალური შეხედულებები აქვთ.

ჩემი აზრით, ქართულ იდეას ავითარებს ადამიანი, ვისაც აქვს მტკიცე რწმენა, რომ თავისი ქვეყანა ერთადერთი და განუმეორებელია, ვისაც აქვს რწმენა, რომ მომავალი განათლებით მოიპოვება და არა რადიკალიზმითა და ფიზიკური დაპირისპირებით და ვისაც აქვს რწმენა, რომ განათლება არის უმთავრესი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური განვითარება ჰპოვოს და ვისაც აქვს ხედვა, რომ ევროპული ოჯახი, საერთაშორისო დონეზე პოზიციების გაძლიერება, უსაფრთხოების მთავარი შემადგენელი ნაწილია.

ამ ჩარჩოში მოქცეული იყო არა მხოლოდ დიდი რაოდენობა აქციისა, არამედ კონტრაქციისა. ქართული მარშის აგრესიული დამოკიდებულება საკითხის მიმართ არის ის, რაც დისკრედიტაციას უწევს, როგორც ერთ, ისე მეორე სახეს. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ეკლესიურები ვართ და ეკლესიის საკითხებთან მიმართებით მგრძნობიარე, არც ერთი მხარე, რომელიც აგინებს და მასხრად იგდებს და არც მეორე მხარე, რომელიც აგრესიას გამოხატავს ეკლესიის მოწოდების მიუხედავად, არ ასრულებენ იმ მთავარს, რასაც სიყვარულის თესვა ჰქვია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…