საკონსტიტუციო სასამართლომ საარჩევნო ოლქების დაყოფის ახალი წესი კონსტიტუციურად სცნო
2016 წლის 20 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის წევრთა სარჩელი, რომლებიც მოითხოვდნენ არაკონსტიტუციურად იმ ნორმების ცნობას, რომლითაც მაჟორიტარული ოლქების საზღვრები ახლებურად დადგინდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული საარჩევნო ოლქების საზღვრები წარმოადგენს საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების ე.წ. „ჯერიმანდერინგის“ შემთხვევას. მათი აზრით, საზღვრები დადგენილია ისე და იმ მიზნით, რომ ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენოს მმართველი პოლიტიკური ძალა. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ წინა არჩევნების შემდგომ პერიოდში საარჩევნო ოლქების გაერთიანება და მათი საზღვრების შეცვლა განხორციელდა პოლიტიკური პარტიების მიერ წინა არჩევნებზე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, რაც ამცირებს მოსარჩელე მხარის არჩევნებში წარმატების შანსებს.
"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის, საარჩევნო ოლქების საზღვრების ანალიზის საფუძველზე არ იკვეთება საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებდა, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საარჩევნო ოლქის საზღვრების დადგენის უფლებამოსილების ცესკოსათვის მინიჭება შეიცავს საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების საფრთხეს, ვინაიდან კანონი არ განსაზღვრავს ცესკოსათვის საკმარის სახელმძღვანელო კრიტერიუმებს ამ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით", – აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ცალკეული მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის უფლებამოსილება, თავისთავად, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. ამავე დროს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობის გადაწყვეტისას საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეთა ხმები თანაბრად გაიყო. სასამართლოს ოთხმა წევრმა (მოსამართლეები: გ. პაპუაშვილი, მ.კოპალეიშვილი, ქ. ერემაძე, კ. ვარძელაშვილი) მხარი დაუჭირა სარჩელის დაკმაყოფილებას და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ აღჭურავს რა ცესკოს შესაბამისი განჭვრეტადი კრიტერიუმებით, არ გამორიცხავს ცესკოს მიერ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით დადგენის საფრთხეს. ხოლო ოთხმა წევრმა (ზ. თავაძე, ლ. ფაფიაშვილი, თ. ცაბუტაშვილი, ო. სიჭინავა) - მხარი დაუჭირა არდაკმაყოფილებას იმ მოტივით, რომ ცესკოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია იდავოს ცესკოს განკარგულების კონსტიტუციურობაზე და ცესკოს განკარგულების კონსტიტუციური კონტროლი აღმოფხვრავს მისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტებს. შესაბამისად, ხმების თანაბრად გაყოფის შედეგად, სადავო ნორმა კონსტიტუციასთან შესაბამისად ითვლება კანონის კონსტიტუციურობის პრეზუმფციის ძალით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები