ჯანელიძე: მსოფლიოსთვის გზავნილია, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მაიკ პომპეოს შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან იყო საქართველოსთვის აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პლენარულ სესიაზე, ამერიკელ პარტნიორებთან განხილული იქნა ქარტიის თანამშრომლობის ყველა მიმართულება და აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. მისი თქმით ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით და ასევე საქართველოს როლი რეგიონში და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის.
მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც, ახალ ეტაპზე გადავიდა. ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი და ძალისხმევა ეკონომიკური რეფორმების გატარების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით.
"საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება და საქართველო არის მზად როგორც ინისტიტუციურად, ასევე ყველა იმ რეფორმით, რომელიც ქვეყანაშია განხორციელებული და იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რაც ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ამერიკული ბიზნესისთვის, გადაიდგას ახალი ნაბიჯები სავაჭრო ურთიერთობებში", - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით დღეს ვაშინგტონში მნიშვნელოვანი გზავნილები გაისმა.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო მდივნის გზავნილები, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც იყო განსაკუთრებით მკაფიო რუსეთის ვალდებულებებთან, კონკრეტულად კი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებასთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ განვიხილეთ ის ახალი ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები თანამემამულეებისთვის და აშშ მხარს უჭერს ამ ნაბიჯებს და გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ამ მიმართულებით", - დასძინა მინისტრმა.
მისი თქმით პლენარულ სესიაზე ასევე საუბარი შეეხო ხალხთა შორის მიმართულებით ურთიერთობებს, განათლების სფეროსა და დემოკრატიის განვითარების კუთხით თანამშრომლობას.
"დღევანდელი შეხვედრით შეიძლება ითქვას, რომ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და ეს არის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ღია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა”-განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
დღეს ვაშინგტონში გაიმართა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სხდომა, რომელიც მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის სახელმწფო მდივანმა მაიკ პომპეომ. სხდომას საქართველოს მხრიდან უძღვებოდა ვიცე-პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიჩელი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები