ქართულ ოცნებაში ვერ თანხმდებიან გაზრდის თუ არა დეკრიმინალიზაცია მოხმარებელთა რაოდენობას
ფოტო: თეთრი ხმაურის მოძრაობა
ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით, პარტიაში თანხმდებიან, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ჰუმანური მომხმარებლების და მკაცრი ნარკორეალიზატორების მიმართ. დეპუტატების თქმით, გუნდში ვერ შეთანხმდნენ გაზრდის თუ არა დეკრიმინალიზაცია მომხმარებელთა რაოდენობას. ამის შესახებ მათ პარტიის შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, პარტიაში ვერ თანხმდებიან რა დროში და რა ფორმით მოხდება ცვლილებები ნარკოპოლიტიკაში:
"ვეცდებით დავარწმუნოთ ოპონენტები, რომ ასეთი ცვლილებების შედეგად არ მოხდება არანაირად ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის მატება თუ წახალისება, თუ ახალი მომხმარებლების გაჩენა. ოდენობასთან მიმართებაში ვიმსჯელებთ და არას თქმა ყოველთვის შეგვიძლია."
უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დეკრიმინალიზაცია მხოლოდ მარიხუანას უნდა შეეხოს და სხვა ნარკოტიკის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგელობა უნდა დარჩეს. მისი თქმით, სხვა სახის ნარკოტიკების პირველ და მეორე მოხმარებაზე სისხლისსამართლებრივი სასჯელი არ უნდა იყოს. დეპუტატმა დასძინა, რომ თუ მომხმარებლებს "საშველი არ დაადგება" მაშინ უნდა დაისაჯოს.
უმრავლესობის წევრი, გიგა ბუკიაც ფიქრობს, რომ მძიმე ნარკოტიკის მოხმარება ისევ კრიმინალად უნდა დარჩეს, მაგრამ სასჯელის სახით ციხის ნაცვლად "ალტერნატიული მკურნალობა" უნდა იყოს გათვალისწინებული. ბუკია აცხადებს, რომ ნარკომომხარებლებს არ უნდა ჰქონდეთ მართვის მოწმობა, დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში კი ამ სასჯელს ვეღარ გამოიყენებენ.
ამავე პარტიის დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ნარკომომხმარებელთან ჰუმანური მიდგომა ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი ჯანდაცვის სფერო უნდა გახდეს. მისივე თქმით, გუნდში თანხმდებიან, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ "დევნის პოლიტიკა" უნდა გატარდეს.
9 მაისს საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა ნარკოპოლიტიკაზე პოზიციების შეჯერება და კანონპროექტის მიღება.
თეთრი ხმაურის მოძრაობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მოლაპარაკებები გრძელდება. მოძრაობის წარამომადგენელის, ბექა წიქარიშვილის თქმით, მოძრაობა მოითხოვს პარლამენტში გაგრძელდეს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ეროვნულმა პლატფორმამ დაარეგისტრირა და არა იუსტიციის სამინისტროს ვერსიის, რომელიც, მათი თქმით, მავნებლურია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები