არა ფობიას! კახა კახიშვილს: შეისწავლეთ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ჰომოფობიური გამოხატვა
პლატფორმა არა ფობიას! სასჯელაღსრულების მინისტრს, კახა კახიშვილს, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მამუკა ჩხეიძის ჰომოფობიურ გამოხატვის საქმეზე მიმართავს, რათა შეისწავლოს, რამდენად შესაფერისია ის დაკავებული თანამდებობისთვის.
პლატფორმის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუღებელია ასეთი გამოხატვის ფორმა იმ უწყების წარმომადგენლისგან, რომელიც ყველა ღონეს უნდა ხმარობდეს, ციხეებში ქვიარ თემის დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის.
პლატფორმის ცნობით, 2018 წლის 16 მაისს მამუკა ჩხეიძემ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, შემდეგი სტატუსი მიუძღვნა. სტატუსი ჩხეიძის ფეისბუქ გვერდზე ამჟამად აღარ იძებნება:
"17 მაისი იცით რატოა გეი-პიდარმონობის დღე? მაგ დღეს ამოუღიათ გეი-პიდარმონობა დაავადებათა ნუსხიდან. ხოდა რა მინდოდა მეკითხა, განსაკუთრებით ჩემი ლიბერასტი ფრენდებისთვის: აი ეხლა ესენი ჯანმრთელები არიან? J ოღონდ სერიოზულად".
პლატფორმა აქვეყნებს მამუკა ჩხეიძის კიდევ ერთ ჰომოფობიურ კომენტარს. მათი ცნობით, სამინისტროს წარმომადგენელმა 17 მაისს, დემონსტრანტზე თავდასხმისადმი მიძღვნილ სტატუსზე დაწერა კომენტარი:
"ბიჭი იყო თუ ელგებეტე", ხოლო სხვა მომხმარებლების აღშფოთებას ისევ დისკრიმინაციული დისკურსით უპასუხა:
"ამათი სურვილია რომ აი "ეს" იყოს დღევანდელი საზოგადოებისათვის არამარგინალიზირებული, მისაღები არსებობის მოდელი. აი ვერანაირად ვერ გამოვა ეგ საქმე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ "ეს" ნორმად არ მიაჩნია იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებსაც კი, ვინც ამათ უფლებებს იცავენ. "ეს" ნორმა მხოლოდ ამათნაირებისთვისაა. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას ვინც მოითხოვს ამათ დახვრეტას და დანაკუწებას. სახლში რაც უნდათ ის აკეთონ, მაგრამ "ეს" მათ და მათ ზურგს უკან მდგომ ძალებს უნდათ ცხოვრების ნორმად გახადონ საზოგადოებისათვის ძალად "შეტენვის" მეთოდით, ესაა აბსოლუტურად მიუღებელი. ყველგან და ყველა დროს საზოგადოებაში იყო თანხმობა, რაღაც თემებზე. მაგალითად: როდესღაც მონობა მისაღები იყო უმრავლესობისთვის, დღეს ეს მიუღებელია, ჰომო საპიენსის გარიჟრაჟზე პრობლემა არ იყო ტიტველი სიარული, დღეს არა. ბოლო-ბოლო სილამაზე ადრე არ იყო კახექსიური სიგამხდრე, დღეს კი ლამის ეგრეა და სხვა მრავალი. ამათ უნდათ რომ საზოგადოებამ ისინი აღიქვან ისეთივე წევრებად როგორც ყველა დანარჩენი (ჩვეულებრივი). არ გამოვა ეგ საქმე. დონკიხოტიზმია ეგ".
20 აპრილის დადგენილების საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ ვკითხულობთ, რომ საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან.
On.ge-ს სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, რომ საკითხს უკვე სწავლობს უწყების გენერალური ინსპექცია.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- კავშირი „საფარი“;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები